Hyundai ელექტრო საჰაერო ტაქსის უშვებს

Hyundai Motor Group-ის ფლაგმანურმა საავიაციო კომპანია Supernal-მა, 2028 წლისთვის ელექტრო საჰაერო სერვისის გაშვების გეგმა წარმოადგინა.
კომპანიამ CES 2024-ზე თავისი ელექტრო ვერტიკალური ასაფრენი და სადესანტო თვითმფრინავი წარადგინა, სახელწოდებით S-A2. როგორც Hyundai-მა აღნიშნა, S-A2 დაფუძნებულია S-A1 თვითმფრინავის კონცეფციაზე, რომელიც წარმოდგენილი იყო CES 2020-ზე.
კომპანია აცხადებს, რომ საჰაერო ტაქსი აერთიანებს ინოვაციურ აერონავტიკის ინჟინერიას და Hyundai Motor Group-ის ესთეტიკურ საავტომობილო დიზაინს.
წარმოდგენილ თვითმფრინავს აქვს V-ს ფორმის კუდი და რვა როტორით. S-A2 აღჭურვილია უსაფრთხოების ყველა მნიშვნელოვანი სისტემით, რომელიც საჭიროა კომერციული ავიაციისთვის.
თვითმფრინავი საათში 193 კილომეტრის სიჩქარით, დაახლოებით 450 მეტრის სიმაღლეზე იფრენს და გამიზნულია ძირითადად გარეუბნებიდან ქალაქში მოგზაურობისთვის (მანძილი 40-65 კილომეტრი). Supernal-მა აღნიშნა, რომ ისინი გააგრძელებენ საჰაერო ტაქსის განახლებას სერტიფიცირების პროცესში, რათა ტაქსის სერვისი მასობრივი წარმოებისთვის მომზადდეს.
Supernal-ის ტექნიკურმა დირექტორმა ბენ დიაჩუნმა აღნიშნა, რომ საჰაერო ტაქსის დიდ ხმა არ ექნება. მისი თქმით, თვითმფრინავი იმუშავებს დაახლოებით 65 დეციბელზე აფრენისა და დაფრენისას და 45 დეციბელზე ფრენის დროს, ეს დაახლოებით იგივე სიმძლავრეა, რაც ჭურჭლის სარეცხ მანქანას აქვს.
Supernal-მა, საჰაერო ტაქსის კომერციულ გაშვებაზე სამუშაოდ, 600 ადამიანი დაიქირავა.
როგორც TechCrunch წერს, ტაქსის სერვისის სრულად ამოქმედებისთვის კომპანიას კიდევ ბევრი საფეხურის გავლა სჭირდება. კომერციული ფრენების დაწყებამდე, S-A2 თვითმფრინავს მოუწევს გაიაროს ხანგრძლივი სერტიფიცირების პროცესი -ს ფედერალურ ავიაციის ადმინისტრაციასთან (FAA). კომპანია საჰაერო ტაქსის ტესტირებას მიმდინარე წელს კალიფორნიაში დაიწყებს და წელსვე აპირებს განაცხადის შეტანას FAA-ში.