HRW: რუსეთი ოკუპირებულ არეალებში მცხოვრებ უკრაინელებს თავის ჯარში სამსახურს აიძულებს

რუსეთის მესვეურები განაგრძობენ უკრაინის აღმოსავლეთში, რუსული ძალების მიერ ოკუპირებულ არეალებში მცხოვრები უკრაინელების იძულებას, იმსახურონ რუსულ ჯარში – აცხადებს ორგანიზაცია “ჰიუმან რაიტს უოჩი” (HRW) 20 დეკემბერს გამოქვეყნებულ ანგარიშში და დასძენს, რომ ამგვარი პრაქტიკა “ომის დანაშაულია”.
ს ოფიციალური პირები უკრაინის ოკუპირებულ არეალებში ღიად და უკანონოდ აიძულებენ კაცებს თავიანთი ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლას, – ამბობს ორგანიზაციის ევროპისა და შუა აზიის განყოფილების ხელმძღვანელი ჰიუ უილიამსონი, – ნაკლებად თვალში მოსახვედრია მათი პრაქტიკა რუსეთის ძალებში გასაწევრიანებლად ზეწოლა განახორციელონ დაკავებულ უკრაინელებზე, რომლებიც ვერსად დაიმალებიან ან გაიქცევიან”, – დასძენს ის.