HRW-ის ანგარიში ენჯეობის შეფასებებსა და აღქმებს ეყრდნობა – სტრასბურგის გადაწყვეტილებითაც დადასტურდა, რომ მარტის აქციებზე პოლიციამ საერთაშორისო უმაღლესი სტანდარტებით იმოქმედა, კანონთან დაკავშირებით კი, ყველა დარწმუნდა, რომ ის საჭირო იყო – პაპუაშვილი

მსოფლიო ანგარიში 2024 – Human Rights Watch- წლიურ დოკუმენტს აქვეყნებს. ორგანიზაციის შეფასებით, საქართველოში 2023 წელს ადამიანის უფლებების მდგომარეობა არათანაბარი იყო.
პოლიტიკაში ყველაზე მწვავე საკითხად დასახელებულია 12 პრიორიტეტული პირობის შესრულება, რომლებიც ევროკავშირმა ქვეყანას კანდიდატის სტატუსის მისაღებად დაუსახა. დოკუმენტში ასევე წერია, რომ ხელისუფლება შეეცადა, მიეღო კანონი “უცხოეთის აგენტების” შესახებ.
უფლებადამცველები მიუთითებენ, რომ პოლიცია წყლის ჭავლსა და ცრემლსადენ გაზს იყენებდა კანონის გასაპროტესტებლად შეკრებილთა მიმართ.
ანგარიშის ავტორები საუბრობენ “თბილისი პრაიდის” ფესტივალის ჩაშლაზეც, რომლის ჩატარების ადგილი მემარჯვენე რადიკალებმა დაარბიეს. “ადამიანის უფლებების ეროვნულ სტრატეგიაში არ შევიდა ლგბტ უფლებები“, – წერია ანგარიშში.
ანგარიშს ეხმიანება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, .
“ეს ანგარიში ენჯეობის შეფასებებს, აღქმებსა და ხედვებს ეყრდნობა. გასაგებია, რომ ეს მათი პოლიტიკური ბრძოლის ნაწილია. რაც შეეხება მარტის აქციებსა და პოლიციის მოქმედებებს, ყველა ამ საკითხზე სტრასბურგმა თქვა, რომ პოლიცია იყო მართალი და მტყუანი იყო ენჯეოსექტორი, მტყუანი იყო ყოფილი ომბუდსმენი და მტყუანი იყო იყვნენ ყოფილი დიპლომატები. ასე რომ, საქართველოს პოლიცია საერთაშორისო უმაღლესი სტანდარტებით მოქმედებს, ეს დადასტურებულია სტრასბურგის გადაწყვეტილებებით. რაც შეეხება კანონს, მგონი ყველა დარწმუნდა, რომ ეს კანონი საჭირო იყო. დღეს არის ფარული დაფინანსება პოლიტიკის უცხოური წყაროებიდან, ევროპის დემოკრატიის ფონდი პირდაპირ აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებს ჩუმად, ისე, რომ არ ასაჯაროებს ამას არც საქართველოს მოქალაქეებისთვის და არც ევროკავშირის მოქალაქეებისთვის. პირდაპირ აფინანსებს ექსტრემიზმს,“ – ამბობს .

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენი მიზანია, რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გავაუმჯობესოთ, ოპოზიციისგან საბოტაჟი არასდროს გვიკვირდა და ამ შემთხვევაშიც ერთგვარი საბოტაჟის მცდელობაც არ არის გასაკვირი

გურამ მაჭარაშვილი: სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს და დარწმუნებული ვარ, რომ არათუ თუ ჰელსინკის კომისია, ვერცერთი კომისია ვერაფერს დააკლებს საქართველოს, თუ ჩვენ ვიდგებით სწორ პოზიციაზე

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს