იაპონური ავტომწარმოებელი Honda Motor Co. განიხილავს კანადაში ელექტრომობილების წარმოების ქარხნის აშენების შესაძლებლობას, იუწყება გაზეთი Nikkei.
პროექტში ინვესტიციებმა შეიძლება მიაღწიოს 2 ტრილიონ იენს (14 მილიარდი დოლარი).
Honda ქარხნის აშენებისთვის ადგილის რამდენიმე ვარიანტს განხილავს. მათ შორის ონტარიოში კომპანიის არსებულ ობიექტთან ახლოს. პროექტი შესაძლოა მოიცავდეს ელექტრომობილების ბატარეების წარმოებისთვის ობიექტების შექმნას, აღნიშნავს Nikkei.
ავტომწარმოებელი აპირებს კანადური ქარხნის მშენებლობის ადგილთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებას 2024 წლის ბოლომდე. ქარხანა 2028 წლის დასაწყისში ამოქმედდება.
Honda ემზადება 2026 წელს აშშ-ში, ოჰაიოში ელექტრო მანქანებისა და აკუმულატორების წარმოების დასაწყებად, რაც კანადურ ქარხანას, იაპონური კომპანიის ქარხნებიდან სიდიდით მეორე ობიექტად აქცევს ჩრდილოეთ ამერიკაში.
ამ რეგიონზე Honda-ს გაყიდვების დაახლოებით 40% მოდის.