“hMPV არ არის ახალი ვირუსი” – არის თუ არა ჩინეთში ეპიდაფეთქება? – მაია ბუწაშვილი

ბოლო დღეებში მედიის ყურადღების ქვეშ მოექცა ჩინეთში ადამიანის მეტაპნევმოვირუსის (hMPV) შემთხვევები.
hMPV არ არის ახალი ვირუსი, ის აღმოაჩინეს 2001 წელს და საკმაოდ ხშირად გვხვდება რესპირატორული სიმპტომების მქონე ადამიანებში. ზოგიერთ შემთხვევაში ვირუსს შეუძლია გამოიწვიოს ბრონქიტი და პნევმონია, განსაკუთრებით ბავშვებში და ქრონიკული დაავადებების მქონეებში, თუმცა უმეტესად მსუბუქად მიმდინარეობს (სურდო, ხველა და სხვა რესპირატორული სიმპტომები). რაც შეეხება ჩინეთს, ამ მომენტისთვის ოფიციალური მონაცემებით შემთხვევების რაოდენობა მომატებულია, თუმცა არ აღემატება სხვა წლებში დაფიქსირებულ შემთხვევათა რაოდენობას. მათივე ინფორმაციით, ჰოსპიტლებში მიმართვიანობაც არ არის განსაკუთრებულად მაღალი. თუმცა ვინაიდან კოვიდის პანდემიის გარიჟრაჟზე ჩინეთის ოფიციალური წყაროების მიერ მოწოდებული ინფორმაცია არც თუ ისე სანდო აღმოჩნდა, ზოგიერთები მაინც შიშობენ, რომ შესაძლებელია ადგილი ქონდეს ეპიდაფეთქებას. ჯანმო აცხადებს, რომ მუდმივ კომუნიკაციაშია ჩინეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებებთან და ამ ეტაპზე საზოგადოებრივი ჯანდაცვის საფრთხის გამოცხადების საფუძველი არ არსებობს.
აქვე დავამატებ, რომ მონაცემების მიხედვით, ბოლო დღეებში მწვავე რესპირატორული ინფექციების 19% მოდის გრიპის ვირუსზე, 7.1% კორონავირუსზე და 1.94% მეტაპნევმოვირუსზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ს სამხედრო დახმარების დაპაუზებაზე – თავდაცვის მინისტრს, სადაზვერვო სამსახურების ხელმძღვანელებს, დიპლომატებს დავავალე, დაუკავშირდნენ კოლეგებს შტატებში და ოფიციალური ინფორმაცია მიიღონ

გიგა ბოკერია – „ქართული ოცნების“ ინიციატივები არის დრაკონული და სამარცხვინო – რაც შეეხება მედიის შესახებ კანონს, შინაარსობრივ რეგულაციებზე გადასვლა, რომელიც აქამდე თვითრეგულირებაზე იყო, ნიშანია, რომ ჩაახშოს მედიის ხმა