H&M ჯგუფის წმინდა გაყიდვებმა 2024 ფინანსურ წელს 4 მილიარდი შვედური კრონა შეადგინა, ადგილობრივ ვალუტებში გაყიდვები 1%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია კომპანიამ bm.ge-ის მიაწოდა.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, მთლიანი მოგება გაიზარდა 4%-ით და შეადგინა 2 მილიარდი შვედური კრონა. ამასთან, გაყიდვებისა და ადმინისტრაციულმა ხარჯებმა შეადგენდა 9 მილიარდი შვედური კრონა. ადგილობრივ ვალუტებში ხარჯები გაიზარდა 1%-ით. ხოლო საოპერაციო მოგება გაიზარდა 3 მილიარდ შვედურ კრონამდე, რაც შეესაბამება საოპერაციო მარჟას 7.4%-ს.
“საოპერაციო მოგება 28%-ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით.
გადასახადების გადახდის შემდეგ მოგება გაიზარდა 33%-ით და შეადგინა 5 მილიარდი შვედური კრონა, რაც შეესაბამება 7.21 შვედურ კრონას თითო აქციაზე.
საოპერაციო საქმიანობიდან მიღებულმა ფულადმა ნაკადმა შეადგენდა 7 მილიარდი შვედური კრონა.
წინასწარი მონაცემებით, H&M ჯგუფის სათბურის გაზების ემისიები 2024 წელს შემცირდა მინიმუმ 23%-ით 2019 წლის საბაზისო მაჩვენებელთან შედარებით.
CapEx (კაპიტალური დანახარჯები) 2025 წლისთვის დაგეგმილია 11-12 მილიარდი შვედური კრონას ფარგლებში. ინვესტიციები ძირითადად მიმართული იქნება მაღაზიების პორტფელსა და მიწოდების ჯაჭვის გაუმჯობესებისკენ. მმართველი საბჭო წლიურ შეკრებაზე წარადგენს წინადადებას, რომ გადაიხადოს დივიდენდი – 6.80 შვედური კრონა თითო აქციაზე”, – წერია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
რაც შეეხება გასული ფინანსური წლის მეოთხე კვარტალს (1 სექტემბერი 2024 – 30 ნოემბერი 2024), H&M ჯგუფის წმინდა გაყიდვებმა მეოთხე კვარტალში 1 მილიარდი შვედური კრონა შეადგინა. ადგილობრივ ვალუტებში წმინდა გაყიდვები გაიზარდა 3%-ით. ასევე:
