ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიათა ქსელი H&M-ი „გალერია თბილისში“ მდებარე მაღაზიას დროებით ხურავს. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„H&M გაცნობებთ, რომ „გალერია თბილისში“-ს მდებარე მაღაზიის განახლებას იწყებს. სამშენებლო სამუშაოებიდან გამომდინარე, მაღაზია რამდენიმე თვით იხურება. მალე დავბრუნდებით განახლებული დიზაინით და სიახლეებით.
ჩვენ კვლევ გულითადად გელით სავაჭრო ცენტრებში – City Mall-სა და East Point-ში,“- ნათქვამია H&M-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
