H&M-ის წმინდა მოგება შემცირდა

შვედურმა Hennes & Mauritz AB (H&M), ევროპის სიდიდით მეორე ტანსაცმლის ქსელის მფლობელმა, მკვეთრად შეამცირა წმინდა მოგება მესამე ფისკალურ კვარტალში და ეს მაჩვენებელი გაცილებით უარესი იყო, ვიდრე ბაზრის მოლოდინი.
როგორც H&M-ის პრესრელიზშია ნათქვამი, 31 აგვისტოს დასრულებული კვარტლის წმინდა მოგებამ შეადგინა 2,31 მილიარდი შვედური კრონი (227,5 მილიონი დოლარი), წინა ფისკალური წლის ანალოგიური პერიოდის 3,32 მილიარდ კრონთან შედარებით.
H&M-ის კვარტალური შემოსავალი 3%-ით შემცირდა – 59,01 მილიარდი კრონით. ქვეყნების ადგილობრივ ვალუტაში, სადაც ბრენდია წარმოდგენილი, მაჩვენებელი პრაქტიკულად უცვლელი დარჩა.
FactSet-ის მიერ გამოკითხული ექსპერტები საშუალოდ ვარაუდობენ, რომ საცალო ვაჭრობის წმინდა მოგება იქნება 3,33 მილიარდი კრონი, 60,5 მილიარდი კრონის შემოსავლით.
სამხრეთ ევროპაში შემოსავალი გასულ კვარტალში 1%-ით გაიზარდა, ხოლო აღმოსავლეთ ევროპაში 2%-ით. იმავდროულად, დასავლეთ ევროპაში გაყიდვები შემცირდა 4%-ით, ჩრდილოეთ ევროპაში 9%-ით, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში 2%-ით, ხოლო აზიაში, აფრიკასა და ოკეანიაში 5%-ით.
კომპანიამ აღნიშნა, რომ სექტემბერში შემოსავალი წლიურად 10%-ით გაიზარდა, ახალი საშემოდგომო კოლექციის წარმატების გამო.
H&M-ის მენეჯმენტმა 1 მილიარდ კრონამდე ღირებულების აქციების გამოსყიდვის პროგრამა დაამტკიცა, რომელიც ძალაში იქნება მიმდინარე წლის 26 ნოემბრამდე.
კომპანია მიზნად ისახავს გახსნას თავისი პირველი მაღაზია ბრაზილიაში 2025 წლის ბოლოს, ხოლო ამ შემოდგომაზე განათავსოს ონლაინ მაღაზიები ჩინეთის ორ უდიდეს პლატფორმაზე: Douyin და Pinduoduo.
H&M დაარსდა 1947 წელს შვედეთში. H&M ბრენდის გარდა, კომპანია ასევე ფლობს ბრენდებს COS, Monki, & Other Stories, Weekday, ARKET და Afound, ასევე H&M Home საყოფაცხოვრებო საქონლის მაღაზიების ქსელს.
H&M-ის აქციები 7%-ით დაეცა სტოკჰოლმში ხუთშაბათს ადრეულ ვაჭრობაში. მიმდინარე წლის დასაწყისიდან კომპანიის კაპიტალიზაცია 2,7%-ით გაიზარდა და 292,07 მილიარდ კრონამდე შეადგინა.
interfax

ასევე დაგაინტერესებთ