Hilton-ი 2025 წელს 150-ზე მეტი ახალი სასტუმროს გახსნას გეგმავს

Hilton-ი 2025 წელს 150-ზე მეტი ახალი სასტუმროს გახსნას გეგმავს. ახალი ობიექტები მოიცავს ისეთ ლუქს და ლაიფსტაილ ბრენდებს, როგორიცაა: Waldorf Astoria, Conrad, LXR და Curio. მათ შორის არის Waldorf Astoria New York-ი, Conrad Athens The Ilisian-ი და პირველი LXR-ის კურორტი ინდოეთში.
კომპანია 2024 წლის რეკორდული მაჩვენებლების შემდეგ, სასტუმროს ნომრების რაოდენობის წმინდა ზრდას 6-7%-ის ფარგლებში პროგნოზირებს. ეს ოპერატორის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პერიოდი იქნება.
ამ გეგმებით, Hilton-ი საშუალოდ კვირაში სამ ახალ სასტუმროს გახსნის. კომპანიამ უკვე გადალახა 1000 ლუქს და ლაიფსტაილ სასტუმროს ობიექტის ნიშნული მსოფლიოს მასშტაბით.
2025 წლის 30 ივნისის მონაცემებით, Hilton-ს 128 ქვეყანასა და ტერიტორიაზე 3.6 ათასამდე სასტუმრო აქვს, საერთო ჯამში 510 600 ნომრით, რომელთა თითქმის ნახევარი ამჟამად მშენებლობის პროცესშია.
კომპანიის ზრდის მთავარ ფაქტორად არსებული სასტუმროების რეკონსტრუქცია მიიჩნევა, განსაკუთრებით კი Spark by Hilton-ის ბრენდის ქვეშ. Spark-ი არსებული ობიექტების მოდერნიზაციაზეა ორიენტირებული, შედარებით დაბალი დანახარჯებით. ამ მიდგომის შედეგად, 2025 წლისთვის მისი პორტფოლიო 130 სასტუმრომდე გაიზარდა, 11 500-ზე მეტი ნომრით.