Hermes-ს ჩანთების მხოლოდ „შერჩეულ და ღირსეულ“ მომხმარებლებზე გაყიდვაში ადანაშაულებენ

მყიდველებმა კლასობრივი სარჩელი შეიტანეს ფრანგული მოდის სახლის Hermes-ის წინააღმდეგ კალიფორნიის სასამართლოში და ბრენდი -ის ანტიმონოპოლიური კანონების დარღვევაში დაადანაშაულეს. ამის შესახებ Independent იუწყება.
კლასობრივი სარჩელის მიზეზი გახდა ლუქს ბრენდის პოლიტიკა, რომლის მიხედვითაც Birkin-ის ჩანთა, რომლის ღირებულება მოდელიდან გამომდინარე, 100 ათას დოლარზე მეტია, მხოლოდ რეგულარულ მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს. მომხმარებლები ამტკიცებენ, რომ გამყიდველები აქსესუარს კერძო ოთახში აჩვენებენ მხოლოდ „ღირსეულ და შერჩეულ“ მყიდველებს. ასევე აღნიშნულია, რომ Birkin-ის ჩანთების შეკვეთა არ არის ხელმისაწვდომი ბრენდის ოფიციალურ ვებგვერდზე და მათი შეძენა ბუტიკებშიც შეუძლებელია.
კლიენტები ამჟამად ბრენდისგან კომპენსაციას და გაყიდვების პოლიტიკაში ცვლილებას ითხოვენ.
იანვარში Hermès გააკრიტიკეს ონლაინ ძვირად ღირებული ქაღალდის კონვერტების გაყიდვის გამო. მაშინ საუბარი იყო ლუქს ბრენდის საფირმო ფერებში დამზადებულ საფოსტო ბარათზე, რომლის ღირებულება 125 დოლარი იყო.