გერმანულმა Henkel AG-მ მეოთხე კვარტალში შემოსავალი გაზარდა 2,6%-ით, მთელი 2024 წლისთვის – 1%-ზე ნაკლებით. ანგარიშის გამოქვეყნებასთან ერთად კომპანიამ გამოაცხადა 1 მილიარდი ევროს აქციების გამოსყიდვის პროგრამა და ასევე გამოაცხადა დივიდენდების 10%-იანი ზრდა.
Henkel-ის შემოსავალმა ბოლო კვარტალში 5,28 მილიარდი ევრო შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდის 5,15 მილიარდთან შედარებით. ორგანულმა ზრდამ (კურსების ცვლილების და აქტივების ყიდვა/გაყიდვის გარეშე) 1,1% შეადგინა.
interfax
