Helio.AI-მ „მერიტოს“ ჯილდო მიიღო

რეკრუტინგის შიდა მოდული Helio.AI „მერიტოს“ ჯილდოს მფლობელი გახდა. Helio-ს თანადამფუძნებელს, სულხან სახვაძეს წლის HR პროფესიონალის პრიზი გადაეცა.
„ჩვენთვის, მერიტოს ჯილდო დიდი მოტივაციაა. კიდევ უფრო დიდი შემართებით გავაგრძელებთ რეკრუტინგში ინოვაციების დანერგვას და HR პროფესიონალებისთვის ყოველდღიურობის გამარტივებას“, – აცხადებენ კომპანიაში.
Helio.AI პირველი და ერთადერთი რეკრუტინგის შიდა მოდულია, რომელიც ბაზარზე 6 თვის წინ გამოჩნდა. ის სრულად ფარავს შერჩევის ეტაპს და ეს პროცესი გაციფრულებულია, ხოლო მის მუშაობაში ჩართულია ქართულად სემანტიკურად გაწვრთვნილი ხელოვნური ინტელექტი.
„კომერსნატთან“ საუბრისას Helio.AI-ს თანადამფუძნებელი და COO, ნინი მოსიაშვილი აცხადებდა, რომ Helio.AI ქმნის ფუფუნებას, რომ განხორციელდეს ვაკანსიების მართვა ერთი არხიდან და ამავდროულად მოხდეს კანდიდატების მართვა ერთი სივრცეში. მისი შესაძლებლობები მოიცავს ვაკანსიის ერთი კლიკით განთავსებას სხვადასხვა არხებში, კომუნიკაციის სრულ ავტომატიზაციას და დღეისთვის ერთ-ერთი ყველაზე მთავარ გამოწვევას HR-ში – ავტომატურ რეპორტინგს და ანალიტიკას, რომლის გარეშეც დღეს ალბათ ბიზნესის კეთება უფრო რთულია
შეგახსენებთ, რომ ბიზნეს სამიტი და დაჯილდოება „მერიტო“ One Point – HR Outsourcing-ის ორგანიზებით წელს პირველად საქართველოში ჩატარდა..