Heineken-მა წლის პირველ ნახევარში თითქმის 100 მილიონი ევროს ზარალი დააფიქსირა

ლუდსახარშმა Heineken-მა ჩინეთში აქტივების ღირებულების ჩამოწერის შემდეგ 95 მილიონი ევროს წმინდა ზარალი დააფიქსირა. ინფორმაციას vedomosti.ru ავრცელებს.
China Resources Beer-ში (CR Beer) Heineken-ის 40%-იანი წილის გაუფასურებამ 874 მილიონ ევროს მიაღწია. ჩინური კომპანიის აქციები მიმდინარე წლის დასაწყისიდან 30%-ით გაიაფდა. კომპანია აღნიშნავს, რომ აქტივების ღირებულების კლება ხდება ძლიერი საოპერაციო შედეგების ფონზე, რაც სავარაუდოდ გამოწვეულია ჩინეთში მაკროეკონომიკური გარემოს გაუარესებით.
როგორც კომპანიის ანგარიშიდან ირკვევა, მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში წმინდა ზარალმა 95 მილიონი ევრო შეადგინა, წინა წლის ანალოგიური პერიოდის 1,16 მილიარდი ევროს წმინდა მოგების შემდეგ.
ცნობისთვის, 2023 წლის დეკემბრის დასაწყისში ვედომოსტი წერდა, რომ Heineken-მა საბოლოოდ დატოვა .