სასმელების ქართული ინდუსტრია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა – 1 ივლისიდან ქართული ლუდის კომპანია „ზედაზენი” მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ბრენდის, Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი და დისტრიბუტორი გახდა საქართველოში. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი ქართული ეკონომიკისთვის ახალ შესაძლებლობს გახსნის და ადგილობრივი ბიზნესების განვითარებას შეუწყობს ხელს.
აღნიშნული ცვლილება ეფუძნება 2025 წლის 22 მაისს გაფორმებულ მნიშვნელოვან ტრანზაქციას, რომლის შედეგადაც Daily Group-ისა და Tempo Beverages Ltd-ს შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე Tempo Group „ზედაზენის” საკონტროლო პაკეტის – 60%-ის – მფლობელი გახდა. Tempo Group წარმოადგენს სასმელების ერთ-ერთ უმსხვილეს მწარმოებელ და დისტრიბუტორ კომპანიას ისრაელსა და მის ფარგლებს გარეთ, რომლის სტრატეგიული პარტნიორი გახლავთ Heineken. მნიშვნელოვანია, რომ Heineken თავადაც ფლობს წილს Tempo Group-ში, რაც უზრუნველყოფს ხარისხიან პროდუქტს და მომსახურების საუკეთესო სტანდარტს.
კახაბერ კოტრიკაძე, „ზედაზენის“ დირექტორი: „ჩვენი პარტნიორობა Daily Group-თან და Tempo Beverages-თან აღნიშნავს ისტორიული ეტაპის დასაწყისს საქართველოს წამყვანი ინტეგრირებული საკვები და სასმელების ეკოსისტემის შექმნაში. Tempo-ს მემკვიდრეობამ, რომელიც Heineken-ის საქართველოში დანერგვას გულისხმობს, ფასდაუდებელი გლობალური ბრენდის ექსპერტიზა და ოპერაციული სრულყოფილება მოგვიტანა – ეს გამოცდილება ახლა ჩვენი ჯგუფის მთავარი აქტივია. ჩვენ ერთგულები ვართ იმ მდგრადი ზრდის, რომელიც სარგებელს მოუტანს როგორც ჩვენს თანამშრომლებსა და მომხმარებლებს, ასევე საქართველოს ეკონომიკას. ეს არის ადამიანზე ორიენტირებული მიდგომა – ინვესტირება ნიჭიერებაში, ინოვაციებსა და ტექნოლოგიებში, რომლის მიზანი გრძელვადიანი ღირებულები შექმნაა. ჩვენი ერთიანი ხედვაა მიწოდების ჯაჭვების გაძლიერება, ბაზრების გაფართოება და ინდუსტრიის წამყვანი პრაქტიკების ხელშეწყობა. ერთად, ჩვენ მიზნად ვისახავთ ქართული ბრენდების რეგიონული და გლობალური მნიშვნელობის ამაღლებას – ცხადია, “ზედაზენის” უნიკალური მემკვიდრეობის გაძლიერების პარალელურად“.
ამ მოვლენის აღსანიშნავად, 22 ივლისს, ქართული ბიზნესების წარმომადგენლებისთვის მნიშვნელოვანი შეხვედრა ჩატარდა. ღონისძიებას ესწრებოდნენ HoReCa სექტორის, ბიზნეს მედიის და ტურიზმის წარმომადგენლები, ისრაელის ელჩი საქართველოში, ჰადას მეიცადი და ნიდერლანდების სამეფოს ელჩი საქართველოში, მელინე არაკელიანი. ეს ინიციატივა კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ქართულ-ისრაელური ეკონომიკური კავშირების სიღრმეს და ორ ქვეყანას შორის ბიზნეს ურთიერთობების განვითარების პოტენციალს. შეხვედრაზე განიხილეს თანამშრომლობის მნიშვნელობა ქართული ეკონომიკისთვის, სამომავლო პარტნიორობები და HoReCa სექტორის გამოწვევები თუ შესაძლებლობები ქვეყანაში.
დანიელ ბიერი, Tempo Beverages-ის აღმასრულებელი დირექტორი: „Tempo Beverages-მა პირველმა შემოიტანა გლობალური ბრენდები, მათ შორის Heineken „ზედაზენის” პორტფელში, რითაც ჩაუყარა საფუძველი საერთაშორისო სტანდარტებსა დანერგვას ადგილობრივ ბაზარზე. ჩვენს გამოცდილებას ამიერიდან გამოვიყენებთ საერთაშორისო სტანდარტების დასანერგად როგორც წარმოების და ლოჯისტიკის გასაძლიერებლად, ასევე, ზრდისა და ინოვაციების დასაჩქარებლად. ჩვენ გვჯერა, რომ ავთენტურობის შენარჩუნების პარალელურად, ქართულ პროდუქციას აქვს წარმატების პოტენციალი გლობალურ კონკურენციაში. ამიტომ, ჩვენი ფოკუსი მდგრადი, საექსპორტო პორტფელის შექმნაზეა, რომელიც თანამედროვე მომხმარებლის ყველა მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. ჩვენი პარტნიორობა „ზედაზენთან“ მიზნად ისახავს ქართული სასმელების გატანას ეროვნულ საზღვრების მიღმა. ეს პარტნიორობა წარმოადგენს გრძელვადიან ვალდებულებას ინვესტიციებში, მოდერნიზაციასა და ღირებულების შექმნაში ყველა დაინტერესებული მხარისთვის, რაც საშუალებას მოგვცემს გავიტანოთ ქართული სასმელების სრული პოტენციალი გლობალურ ბაზარზე და ერთად მივაღწიოთ მსოფლიო აღიარებას.“
ეს პარტნიორობა წარმოადგენს არა მხოლოდ ბიზნეს ტრანზაქციას, არამედ ქართული ეკონომიკის ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან ინტეგრაციის მნიშვნელოვან ნაბიჯს. აღნიშნული კავშირი ქმნის საფუძველს საქართველოს ლუდის ინდუსტრიისა და HoReCa სექტორის შემდგომი განვითარებისთვის – ესაა ახალი ეტაპი, რომელიც ტექნოლოგიური განვითარებისა და ინოვაციური მიდგომების ახალ შესაძლებლობებს ხსნის. შესაბამისად კი აძლიერებს როგორც ადგილობრივ ეკონომიკას, არამედ ეხმარება ქვეყანას პოზიციონირდეს როგორც რეგიონული სასმელების ჰაბი.
„ზედაზენის“ შესახებ
ქართული ლუდის კომპანია „ზედაზენი“ 2011 წელს დაარსდა. დღეს ის საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი სასმელების მწარმოებელია, რომელიც ცნობილია ხარისხის, ინოვაციისა და ადგილობრივი მემკვიდრეობისადმი ერთგულებით. კომპანია აწარმოებს 30-ზე მეტ სახეობის პროდუქტს, მათ შორის ლუდს, გამაგრილებელ სასმელებს, ცივ ჩაის და ენერგეტიკულ სასმელებს. 2025 წელს, „ტემპო ჯგუფმა“ – ისრაელის ერთ-ერთმა უმსხვილესმა და ყველაზე ცნობილმა სასმელების მწარმოებელმა და დისტრიბუტორმა – შეიძინა ზედაზენის 60%-იანი საკონტროლო პაკეტი. „ტემპო ჯგუფის“ სტრატეგიული პარტნიორი Heineken-ია, მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ლუდი. 2025 წელიდან, „ზედაზენი“ გახდა Heineken-ის, ექსკლუზიური წარმომადგენელი და დისტრიბუტორი საქართველოში. ქართული ბაზრის ლიდერი აგრძელებს ინდუსტრიის სტანდარტების ამაღლებას წარმოების უახლესი ტექნოლოგიებითა და მდგრადი განვითარების პრაქტიკით.
