GWP სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

დღეს, ვაკის რაიონში, მინდელის ქუჩის N9-ის მიმდებარედ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალმომარაგების მაგისტრალური მილი, რომელიც ვაკის რაიონის ნაწილს სასმელი წყლით ამარაგებს, ავარიულად დაზიანდა.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ცნობით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები ადგილზე არიან მობილიზებული და აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
„მაგისტრალური მილის დაზიანების სირთულიდან გამომდინარე სამუშოები გახანგრძლივდა, რის გამოც წყალმომარაგების აღდგენის დრომ 2 დეკემბრის ღამის 02:00 საათამდე გადაიწია.
აღნიშნულთან დაკავშირებით ხვალ, 2 დეკემბრის ღამის 02:00 საათამდე წყალმომარაგება შეზღუდული ექნება:
ვაკის რაიონში: ნუცუბიძის მე-2 მიკრო რაიონს და I, II, III კვარტლებს, ნუცუბიძის ქუჩისა და I მიკრო რაიონის ნაწილს, მინდელის, პოლიტოვსკაიას, ფხაკაძის, წმინდა მოწამე ვასილისკოსა და იოსელიანის ქუჩებს, შავგულიძისა და ჟღენტის ქუჩებისა და ვაჟა-ფშაველას V კვარტლის ნაწილს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.