GWP ვაშლიჯვარის დასახლებაში დაზიანებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ვაშლიჯვარში GWP-ის ქსელის დაზიანებას წყლის მასშტაბური ამოფრქვევა მოჰყვა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კომპანია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც ,,კომერსანტი” უცვლელად გთავაზობთ.
,,დღეს, 24 მარტს, საბურთალოს რაიონში, გოძიაშვილის ქუჩა N31-ის მიმდებარედ, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალსადენის მაგისტრალური ქსელი ავარიულად დაზიანდა.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფი ადგილზეა მობილიზებული და წყლის დინების შესაჩერებლად დაიკეტა ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები.
ქსელის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები მაგისტრალური ქსელი წყლისგან დაცლისთანავე დაიწყება.
აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს, 24 მარტს, 15:30 საათიდან 25 მარტის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეზღუდული ექნება:
ვაშლიჯვრის დასახლებაში: სარაჯიშვილის, კვანტალიანის, გოძიაშვილის, ფარჯიანის, გელოვანის, იასამნის, ემუხვარის და თოფურიას და მაჭავარიანის ქუჩებს. ვაშლიჯვრის დასახლების მე-2ა, მე-3 ა, მე-4 და მე-4ბ ზონებს.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის.”-წერია განცხადებაში.