GWP აბონენტებს წყალმომარაგების აღდგენას დღეიდან ეტაპობრივად ჰპირდება

თბილისის წყალმომარაგების კომპანია – GWP დედაქალაქის იმ აბონენტებს, რომლებსაც წყალს გრაფიკით აწვდის, 24-საათიანი სერვისის მიწოდებას დღეიდან, 24 ივნისიდან ეტაპობრივად ჰპირდება.
„მაგისტრალური მილის დიაგნოსტირების დასრულების შემდეგ მიწის საფარისგან გამოთავისუფლდა მილსადენის შესაბამისი მონაკვეთები, ჩატარდა დაზიანებული მონაკვეთების ამოცვლითი სამუშაოები და თითოეული ახალი გადაბმის წერტილის შედუღების ხარისხის ექსპერტიზა“, – აცხადებენ კომპანიაში.
თბილისში, 50 ათასზე მეტ ოჯახს წყალი გრაფიკით მიეწოდება ბოლო ერთი კვირაა. მიზეზი სოფელ წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანებაა.
მილსადენი, რომელიც 16 ივნისს დაზიანდა ვაკე-საბურთალოს და გლდანის რაიონებში ათასობით ოჯახს ამარაგებდა წყლით.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – რამდენიმე დღის წინ მთელ ოპოზიციას ერთად ჰქონდა შეკრება და რაოდენობა იყო რამდენჯერმე ნაკლები ჩვენს შეკრებასთან შედარებით – ასეთივე რამდენჯერმე ნაკლები იქნება ოპოზიციის შედეგი ამ არჩევნებზე