Gudauri Inn გაფართოვდა – რას სთავაზობს სასტუმრო მომხმარებელს?

Gudauri Inn გაფართოვდა და ტურისტულ ობიექტს მაღალი კლასის კორპუსი დაემატა. ამის შესახებ BM.GE-სთან Inn group – ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ერეკლე კოკაიამ ისაუბრა.
მისი ინფორმაციით, ტურისტულ ობიექტს დამატებით 30 მაღალი კლასის ნომერი, სპა ცენტრი, ჯაკუზი და აუზი დაემატა, რომლის მოსაწყობად, კომპანიამ დაახლოებით 4 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა.
„გუდაური ინნ-ის გაფართოება დასრულდა. ახალი 5 ვარსკვლავიანი კორპუსი დავამატეთ, რომელიც 30 ნომერს მოიცავს. ნომრის ფართობი დაახლოებით 30-დან 45 კვ.მ-მდეა და მასში ერთი ღამით განთავსება, საუზმით $140-დან $200-მდეა ეკვივალენტით ლარში. ამასთან, კორპუსი სპა ცენტრს, ჯაკუზსა და აუზს მოიცავს.
საბოლოო ინვესტიცია ჯერ კიდევ დათვლილი არ გვაქვს, თუმცა ამ ახალი პროექტის განხორციელება დაახლოებით 4 მლნ ლარამდე დაჯდა“, – ამბობს Inn group -ის აღმასრულებელი დირექტორი.
მისივე ცნობით, ამ ეტაპზე, სასტუმრო 100%-ით დატვირთულია. თუმცა, კოკაია დასძენს, რომ შემცირებულია ევროპული ნაკადები. ამის პარალელურად, გააქტიურებულია ტურისტები ძირითადად დან, აზიური და არაბული ქვეყნებიდან. ამასთან, შაბათ-კვირას აქტიურად სტუმრობენ ქართველი მომხმარებლები.
ერეკლე კოკაია მომავალი თვის პროგნოზისას ამბობს, რომ თებერვლის თვე გუდაურისთვის ყველაზე კარგი თვეა. ამრიგად, ვარაუდია, რომ თებერვალში დატვირთვა 80%-მდე იქნება, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მცირედი ვარდნაა.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენ ვართ ორიენტირებულები, რომ 2030 წლისთვის ბევრად უფრო წინ ვიყოთ ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით და ასეთ პირობებში აბსოლუტურად რეალური იქნება საუბრები ევროინტეგრაციაზე – ირაკლი კობახიძე

ევროსაბჭოს წევრად რჩება ჩვენი ქვეყანა და მზად ვართ ევროსაბჭოსთან თანამშრომლობისთვის ნებისმიერ საკითხზე, საპარლამენტო ასამბლეა არის ევროპარლამენტზე ათჯერ ნაკლები მნიშვნელობის ორგანო – ირაკლი კობახიძე