Guardian: პრინცი ჰარი უკრაინაში ჩავიდა

წინასწარ გამოუცხადებელი ვიზიტით 12 სექტემბერს ში ჩავიდა სასექსის ჰერცოგი, პრინცი ჰარი. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Guardian-ი იუწყება.
გამოცემის ინფორმაციით, პრინცი და მის მიერ დაარსებული ფონდის, Invictus Games-ის წარმომადგენლები კიევში უკრაინის მთავრობის მიწვევით ჩავიდნენ და დაჭრილი სამხედროების რეაბილიტაციის ახალ ინიციატივებზე ისაუბრებენ.
პრინც ჰარის მიერ დაარსებული ფონდის მიზანია მსოფლიოში დაშავებული სამხედროების რეაბილიტაცია სპორტში მათი ჩართვის გზით.
პოლონეთიდან სკენ მატარებლით მიმავალმა ჰარიმ Guardian-ს განუცხადა, რომ ფონდს ომის შეჩერება არ შეუძლია, მაგრამ მზად არის ყველაფერი გააკეთოს, რათა დაეხმაროს დაშავებული სამხედროების რეაბილიტაციის პროცესს.
პრინცი ჰარი ათ წელს მსახურობდა დიდი ბრიტანეთის არმიაში.
სასექსის ჰერცოგი უკრაინაში იმყოფებოდა 2025 წლის აპრილშიც. ის ქალაქ ლვოვში ესტუმრა ცენტრს Superhumans, სადაც რეაბილიტაციას გადიან რუსეთთან ომში დაჭრილი სამხედროები.