Grupo Planeta გიორგი კეკელიძის წიგნს „დედა და ილია“ ესპანურ და კატალონიურ ენებზე რამდენიმე ქვეყანაში გამოსცემს

მსოფლიოს უდიდესი ესპანურენოვანი ჰოლდინგი Grupo Planeta გიორგი კეკელიძის წიგნს „დედა და ილია“ ესპანურ და კატალონიურ ენებზე რამდენიმე ქვეყანაში გამოსცემს და მსოფლიოს ეცოდინება ერთი ქალის და არამხოლოდ მისი ისტორია, რომელმაც ომი, სიკვდილი, ოკუპაცია, დევნა, ემიგრაცია საკუთარ თავზე გამოცადა და რაღაცნაიარად გაიმეორა ბოლო 30 წლის ჩვენებური ისტორია.
წიგნში მოთხრობილია ილია თოფურიას დედის, ინგა ბენდელიანი-თოფურიას, დაუჯერებელი ცხოვრების გზა, რომელიც აფხაზეთიდან იწყება და ილიას ისტორიული გამარჯვებით გვირგვინდება. ეს არის ერთგვარი მოკლე საგა დიდი და დრამატული ამბებით – სოხუმი – ჭუბერი – რუსთავი – ჰალე – რუსთავი – ალიკანტე – კალიფორნია. შეგვიძლია ვთქვათ, რომ არ დანებების, ფსკერის მოსინჯვისა და მწვერვალზე ასვლის ამბავია, რომელიც ერთი მხრივ ჩვენს მეხსიერებას გააღვიძებს და მეორე მხრივ, არაერთ ადამიანს მისცემს ძალას.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი – ჩვენთვის თავიდან ბოლომდე დაკარგა ინტერესი, ბრიტანელები რას განაცხადებენ, ვინაიდან ვხედავთ, რომ თავიდან ბოლომდე არიან არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის, „დიფ სთეითის“ გავლენების ქვეშ

დეკანოზი ანდრია: სასურველია, რომ ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნებთან დაკავშირებით პოლემიკამ არ მიიღოს ისეთი ხასიათი, რაც საზოგადოებაში განხეთქილებას შემოიტანს. დაველოდოთ სინოდის წევრების გადაწყვეტილებას