Grokipedia-ს სტატიების ასლები მზის სისტემაში გავრცელდება – ილონ მასკი

ილონ მასკმა განაცხადა, რომ Grokipedia-ს სტატიების ასლები დროდადრო მთელ მზის სისტემაში გავრცელდება. ბიზნესმენმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ეს კაცობრიობის ცოდნის გადასარჩენად არის საჭირო.
მისი თქმით, ამგვარად ცოდნა მომავალ ცივილიზაციებს გადაეცემა, თუ ჩვენი „განადგურდება ან ბარბაროსობაში ჩაეფლობა“. „ჩვენ ალექსანდრიის ბიბლიოთეკის გაკვეთილი გულთან ახლოს მიგვაქვს“, – დასძინა მასკმა.
ალექსანდრიის ბიბლიოთეკა ძველი სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი და მნიშვნელოვანი საცავი იყო. მან არსებობა ჩვენი წელთაღრიცხვით დაახლოებით 273 წელს შეწყვიტა.
ილონ მასკმა ასევე აღნიშნა, რომ Grokipedia-ს სახელს გადაარქმევს და „გალაქტიკურ ენციკლოპედიას“ დაარქმევს, როდესაც ის ამ სახელწოდების შესაბამისი გახდება. პროექტი ჩაფიქრებულია, როგორც სამყაროს შესახებ ცოდნის ღია კოდის მქონე უზარმაზარი საცავი.
მასკმა Grokipedia ოქტომბრის ბოლოს, Wikipedia-ს შემცვლელად წარადგინა. პლატფორმა კომპანია xAI-ის ხელოვნური ინტელექტის ბაზაზეა შექმნილი. გაშვების მომენტში საიტზე 885 279 სტატია იყო.
imedinews.ge

ასევე დაგაინტერესებთ

“იცით, რა არის ეს? ეს არის სისტემა, რომელიც ინვესტორს აძლევს უფლებას, პირდაპირ უჩივლოს სახელმწიფოს საერთაშორისო არბიტრაჟში (მაგალითად, ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის ეგიდით მოქმედ ICSID-ში). შედეგად, საქართველო მიიღებს მრავალმილიარდიან სარჩელს…”