Greens/EFA-ს რეზოლუციის პროექტი: დაუწესდეთ სანქციები კობახიძეს, კალაძეს, პაპუაშვილსა, ღარიბაშვილს, პოლიტიკურად მოტივირებული სასჯელის გამომტან მოსამართლეებს, ერთი წლის განმავლობაში ჩატარდეს ახალი არჩევნები

“მთავარმა არხმა” ევროპარლამენტში, კიდევ ერთი ჯგუფის, Greens/EFA-ს (მწვანეები – ევროპის თავისუფალი ალიანსი) რეზოლუციის პროექტი მოიპოვა, რომელშიც “ქართული ოცნების” ლიდერებისა და პოლიტიკურად მოტივირებული სასჯელის გამომტანი მოსამართლეების სანქცირებაა მოთხოვნილი.

გარდა ამისა, მოთხოვნილია ახალი, თავისუფალი და სამართლიანი ს ჩატარება 1 წლის განმავლობაში.

“მოგიწოდებთ ახალი არჩევნების ჩატარებისკენ ერთი წლის განმავლობაში, პროცესი უნდა ჩატარდეს გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ გულმოდგინე საერთაშორისო დაკვირვების ქვეშ, რათა უზრუნველყოს ჭეშმარიტად სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესი;

მივიჩნევთ, რომ „ქართული ოცნების“ ქმედებებს, როგორც პარლამენტში, ისე ქუჩაში საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ, სწრაფად მიჰყავს ქვეყანა ავტორიტარიზმისკენ. მოგიწოდებთ დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები.

გამოვხატავთ ღრმა შეშფოთებას მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო და ვგმობთ მის უკანონო დაკავებას და სისხლისსამართლებრივ დევნას, რომელიც მიზნად ისახავს შიშის დანერგვას დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლებში, აქტივისტებსა და ზოგადად სამოქალაქო საზოგადოებაში.

ვგმობთ უნგრეთის და ს მცდელობებს დაბლოკოს ევროკავშირის მიზანმიმართული სანქციები ქართული ოცნების ოფიციალური პირების წინააღმდეგ 2024 წლის დეკემბრის საგარეო საქმეთა საბჭოზე;

ვიმეორებთ მოწოდებას, რომ დაუყოვნებლივ დაწესდეს ინდივიდუალური სანქციები საქართველოში იმ ოფიციალურ პირებსა და პოლიტიკურ ლიდერებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიულ უკუსვლაზე, საარჩევნო კანონმდებლობისა და სტანდარტების დარღვევაზე, პოლიციისა და მარიონეტული პირების სისასტიკესა და დაკავებულების მიმართ არასათანადო მოპყრობაზე.

დაუწესდეს სანქციები ს, ს, შალვა პაპუაშვილსა და ირაკლი ღარიბაშვილს და ასევე ეს სანქციები გავრცელდეს პოლიტიკურად მოტივირებული სასჯელის გამომტან მოსამართლეებზე;

ვიმეორებთ  მოწოდებას საბჭოსა და ევროკავშირის დემოკრატიული პარტნიორების, განსაკუთრებით გაერთიანებულ სამეფოს მიმართ დაუყოვნებელი და მიზანმიმართული პირადი სანქციები დაუწესონ ბიძინა ივანიშვილს და გაყინონ მისი მთელი ქონება საქართველოში ს გავლენის აღდგენის მცდელობის გამო”, – ნათქვამია პროექტში.

წყარო