Green Card-ის გათამაშება გადაიდო

-ის მრავალფეროვნების ვიზების ლატარიის – „მწვანე ბარათის“ (Green Card) გათამაშების თარიღი გადაიდო.
-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 2027 წლის საიმიგრაციო ვიზის გათამაშებაზე რეგისტრაცია ე.წ. შათდაუნის გამო არ გახსნა, მაგრამ ამავე დროს სახელმწიფო დეპარტამენტმა დაადასტურა, რომ მიზეზი პროგრამაში მონაწილეობის წესების ცვლილებაა.
„რაც შეიძლება მალე გამოვაცხადებთ DV-2027-სთვის სარეგისტრაციო პერიოდის დაწყების თარიღს, ასევე თარიღს, როდესაც DV-2027-ის შერჩევის შედეგები შესაძლოა ხელმისაწვდომი გახდეს.
ეს ცვლილებები გავლენას არ მოახდენს გათამაშების მომავალი გამარჯვებულებისთვის ვიზაზე განაცხადის პერიოდზე, რომელიც 2026 წლის 1 ოქტომბრიდან 2027 წლის 30 სექტემბრამდე შენარჩუნდება”, – წერია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.