აქ შეამჩნიეს, რომ მიუსაფარი ცხოველებისთვის გადაღებული ფოტოების ხარისხი ხშირად პრობლემაა, ბუნდოვანი ან ცუდად განათებულია, რამაც, შესაძლოა, შინაური ცხოველების პოტენციური გაშვილების პროცესი შეაფერხოს… #PixelPawtraits-ის ინიციატივით კი Google სწორედ ამის გამოსწორებას ცდილობს და ამერიკაში ცხოველთა თავშესაფრებს მაღალი ხარისხის გამოსახულების ხელსაწყოებს გადასცემს.
საუბარი არც მეტი, არც ნაკლები Pawtraits Kits-ზეა, რაც მოიცავს Pixel 8 Pro-ს სმარტფონს, კამერის სადგამსა და ძაღლების სათამაშოებს. ეს ხელსაწყოები იმისთვისაა შექმნილი, რომ თავშესაფრებს Google-ის AI კამერის ფუნქციებით სარგებლობის საშუალება მისცეს, იქნება ეს Magic Editor თუ Photo Unblur. ამგვარად კი, Google იმედოვნებს, რომ ძაღლებს სამუდამო სახლის პოვნაში დაეხმარება…