Google-ს სასამართლოში უჩივიან და $7 მლრდ-ს სთხოვენ – Reuters

Google ბოსტონში ფედერალური მოსამართლის წინაშე წარდგება. მას იმაში ედავებიან, რომ პროცესორები, რომლებსაც კომპანია იყენებს AI ტექნოლოგიის გასაძლიერებლად, Singular Computing-ის პატენტებს იყენებს. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
Singular Computing, რომელიც მასაჩუსეტსის კომპიუტერულმა მეცნიერმა ჯოზეფ ბეიტსმა დააარსა ამტკიცებს, რომ Google-მა დააკოპირა მისი ტექნოლოგია და გამოიყენა იგი AI ფუნქციების გასაძლიერებლად Google Search-ში, Gmail-ში, Google Translate-ში და Google-ის სხვა სერვისებში.
სარჩელში ნათქვამია, რომ Singular $7 მლრდ-ს ითხოვს ზიანის ასანაზღაურებლად, რაც ორჯერ აღემატება -ს ისტორიაში პატენტის დარღვევისთვის ყველაზე დიდ ჯილდოს.
სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, ორ-სამ კვირას გაგრძელდება.
Singular-ის 2019 წლის საჩივარში ნათქვამია, რომ ბეიტსმა 2010-დან 2014 წლამდე Google-ს გაუზიარა თავისი კომპიუტერული მონაცემების დამუშავების ინოვაციები. Singular ამტკიცებს, რომ Google-ის პროცესორები, რომლებიც აძლიერებენ ხელოვნურ ინტელექტს, აკოპირებენ ბეიტსის ტექნოლოგიას და არღვევენ ორ პატენტს.
სარჩელში ნათქვამია, რომ Google-ის სქემები იყენებს ბეიტსის მიღწევებს, რომელიც უზრუნველყოფს უფრო მეტ გამოთვლით ძალას და „რევოლუციურ მიგნებებს ხელოვნური ინტელექტის სწავლებაში“.

ასევე დაგაინტერესებთ