Google-ს რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში სერიოზული შეფერხება აქვს – რა დეტალებია ცნობილი

Google, Youtube, Gmail და კომპანიის სხვა სერვისები რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, შეფერხებით მუშაობს. როგორც სოციალურ ქსელში მოქალაქეები წერენ, ვერ ახერხებენ Gmail-ის ანგარიშზე შესვლას, ასევე Youtube-ისა და Google-ის გამოყენებას.
დაზიანებების შესახებ შეტყობინებები სწრაფად გავრცელდა downdetector.com-ზე და სოციალურ ქსელებში.
გავრცელებული ინფორმაციით, სერვისებზე წვდომას ვერ ახერხებენ თურქეთიდან, საბერძნეთიდან, ბულგარეთიდან, რუმინეთიდან და საქართველოდან.
შეფერხებები არ შეხებია ყველა Google სერვისს, თუმცა დაზარალებული აპლიკაციები კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო ბევრი მომხმარებლისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ

ყაველაშვილი: ამ გამოცდილებამ, თუნდაც მე, როგორც პოლიტიკოსს და პიროვნებას, კიდევ ბევრი რამ დამანახა ქართველი ადამიანის შესაძლებლობებში. ის რომ ჯერ კიდევ საწყის ეტაპზე ვართ, ჩვენი ასე ვთქვათ, სრულყოფილი სახელმწიფოს შექმნამდე, ბევრი ფაქტორია ამის და ამ გზაზე ვდგავართ