„Google-ს და Apple-ს ტექნიკურად შეუძლიათ გამორთონ ყველა სმარტფონი რუსეთში, ამ შემთხვევაში გაჯეტები „აგურებად“ გადაიქცევა“

Google-სა და Apple-ის კორპორაციებს ტექნიკურად შეუძლიათ გამორთონ ყველა სმარტფონი რუსეთში, ამ შემთხვევაში გაჯეტები გადაიქცევა „აგურებად“, მაგრამ თავად მწარმოებლებისთვის ეს სავსეა რეპუტაციული ზიანით – ამის შესახებ ციფრული ცენტრის ხელმძღვანელი სერგეი კუზმენკო აცხადებს.
ამ კვირის დასაწყისში, სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა ანტონ გორელკინმა Telega Reality არხთან ინტერვიუში თქვა, რომ იგი აღიარებს, გარკვეულ სცენარში, რომ ამერიკულ კომპანია Apple-ს შეუძლია გამორთოს ყველა iPhone-ი რუსეთში, ხოლო Google-ს შეუძლია გამორთოს ყველა Android-ი.
„ტექნიკურად, ყველა Apple და Android სმარტფონის გამორთვა, რომლებიც იყენებენ Google სერვისებს, შესაძლებელია. ეს მოხდება იმავე მექანიზმის გამოყენებით, როგორც მოპარული მოწყობილობების დაბლოკვა ხდება“, – განმარტა კუზმენკომ.
როგორც მან აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ Apple-ს უფრო მოწინავე სისტემა აქვს, სერიოზული სირთულეების რისკის წინაშე Android-ის მფლობელებიც დგანან.