Google-მა სახლისთვის ახალი AI მოწყობილობები ჩაუშვა

ცოტა ხნის წინ გუგლმა სახლებისთვის შემოგვთავაზა მოწყობილობები, რომლებიც არც მეტი, არც ნაკლები Gemini-ის ხელოვნურ ინტელექტს იყენებს. აქ Google Home-ისა და Nest-ის მოწყობილობები იგულისხმება, რომლებიც Gemini-ს საუკეთესო და ყველაზე ოპტიმიზებულ გამოცდილებას სთავაზობს მომხმარებლებს. ამ ამბავში ბევრი პარტნიორიც ჰყავთ შემოერთებული, რათა სხვადასხვა ფორმის, დიზაინისა და ფასის დიაპაზონი შემოგვთავაზონ.
Nest Cams-ისა და Doorbell-ის ახალი ხაზი თქვენი სიმშვიდისთვის შეიქმნა, Google Home-ის დინამიკი კი სპეციალურად Gemini-ისთვის შექმნილი პირველი აუდიო მოწყობილობაა და ახლა მოწინავე პრაქტიკულ ხმოვან ასისტენტს მომხმარებლებს საკუთარ სახლებში სთავაზობს:
Nest Cams
კამერაა, რომელსაც ნანახის ინტერპრეტაცია და გააზრება შეუძლია. ამგვარ სულ სამ ახალ მოწყობილობას გვაცნობენ, მათ შორისაა Nest Cam Indoor (მესამე თაობა), Nest Cam Outdoor (მეორე თაობა) და Nest Doorbell (მესამე თაობა).
როგორც ამბობენ, გამოსახულების ხარისხი საუკეთესოა, სამივე 2K HDR ვიდეომხარდაჭერას და ყველაზე მაღალ რეზოლუციას გვთავაზობს. უფრო ფართო ხედვის არეალითაც გამოირჩევა, შესაბამისად, მისთვის არც დიდი ეზოებია პრობლემა — Nest Cams-ები 152-გრადუსიან დიაგონალურ ხედს აფიქსირებს, ხოლო Nest Doorbell 1:1 ასპექტის თანაფარდობას და 166-გრადუსიან დიაგონალურ ხედს გვთავაზობს.
წინა კამერებთან შედარებით, დაბალ განათებაზეც უკეთ მუშაობს და Gemini-ის საშუალებით ახალ ფუნქციებზეც გვთავაზობს წვდომას:
· რეალურად იგებთ, რა ხდება — უბრალო ზოგად შეტყობინებას კი არ გაწვდით, არამედ Gemini გეუბნებათ, რომ „ძაღლი სათამაშო სივრციდან გადახტა“.
· სქროლავთ ნაკლებს და იგებთ მეტს — Ask Home-ის საშუალებით ვიდეოისტორიის მოძიებას შეძლებთ, ისეთი კითხვების დასმას, როგორიცაა: „რა მოუვიდა მისაღებ ოთახში მდგომ ვაზას?“ პასუხად კი მომხდარის აღწერილობას მიიღებთ, შესაბამის კადრებთან ერთად.
· ერთი შეხედვით გაიგებთ, რა ხდებოდა დღის მანძილზე — Home Brief შეგიჯამებთ, რა ხდებოდა, როცა თქვენ არ იყავით…
თუმცა გუგლის ახალი კამერის ფუნქციები ამით არ მთავრდება:
· შეგიძლიათ თქვენთვის მნიშვნელოვანი ხედი მიაახლოოთ და ნაკლებად მნიშვნელოვანი მოჭრათ, უყუროთ მხოლოდ ბაღს და არა, მთლიან ხედს.
· მიიღებთ წვდომას ჩაშენებულ ჭკვიან შეტყობინებებზე, მაგალითად, როცა კამერა ადამიანს, მანქანას ან ცხოველს ამოიცნობს, Nest Doorbell შეტყობინებას გამოგიგზავნით გზავნილის მოსვლის შესახებ.
· ნახავთ გამოტოვებულ შეტყობინებებს ვიდეოისტორიის მეშვეობით, ახლა უკვე იგი 6-საათიან ისტორიას ინახავს.
რაც შეეხება ფასებს, Nest Cam Indoor 99.99 დოლარი ღირს, Nest Cam Outdoor 149.99 დოლარი, ხოლო Nest Doorbell 179.99 დოლარი.
Google Home Speaker
ახლა უკვე მომხმარებლებს უფრო ბუნებრივ საუბრებს და მარტივ ინტერაქციებს შესთავაზებს. მანათობელი რგოლიც ექნება, რომელიც ვიზუალურ უკუკავშირს მიაწვდის მათ და აჩვენებს, რომ Gemini უსმენს, ფიქრობს, აანალიზებს ან პასუხობს Gemini Live რეჟიმში. ინტუიციური საკონტროლო ფუნქციები კი სპიკერის ხმასა და ინტერაქციებს ერთი კლიკით დაარეგულირებს.
ხოლო 360-გრადუსიანი აუდიოთი სახლში ნებისმიერ ადგილზე შეძლებთ ხმის გაგებას. კომპაქტური და ელეგანტურია. 4 ფერშიც გვხვდება, მათ შორისაა Porcelain, Hazel, Jade და Berry. ეკომეგობრულიცაა, გადამუშავებად მასალებსა და 3D ქსოვის პროცესს მიმართეს ნარჩენების შემცირების მიზნით.
Google Home Speaker 2026 წლის გაზაფხულზე ჩაეშვება და ფასი 99.99 დოლარი იქნება.
წყარო: marketer.ge