დაპატენტების საკითხთან დაკავშირებით იაპონიაში დიდი დავა იყო. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ამ ქვეყანაში Pixel-ის ძველ მოწყობილობებს Google ვეღარ გაყიდის. მომჩივან კომპანიას სურს, რომ ეს ახალი თაობის მოწყობილობებზეც გავრცელდეს.
ETNews-ის ცნობით, იაპონიის სასამართლომ დაადგინა, რომ Google-მა Pixel 7 სერიის სმარტფონებში Pantech-ის დაპატენტებული ტექნოლოგიები უკანონოდ გამოიყენა. შედეგად, იაპონიაში Google-ს Pixel 7 სერიის მოწყობილობების გაყიდვა აეკრძალა. თავად პატენტი სიგნალის ამსახველ მოწყობილობასთანაა დაკავშირებული.
“დავა საკონტროლო სიგნალის ამსახველ ტექნოლოგიას ეხება. იგი უზრუნველყოფს, რომ დადასტურების სიგნალი (ACK) LTE ქსელში საბაზო სადგურიდან ტერმინალს გაეგზავნოს. ეს მეოთხე თაობის (4G) კომუნიკაციის სტანდარტების დანერგვისთვის უმთავრესი ტექნოლოგიაა”, — ვკითხულობთ ETNews-ის სტატიაში.
მოსამართლემ დავისადმი Google-ის დამოკიდებულება “არაგულწრფელად” შეაფასა. სწორედ ეს გახდა სმარტფონების გაყიდვის აკრძალვის მთავარი მიზეზი. Google-ს Pixel 7 სერიის პროდუქტების “გაყიდვა, გამოფენა, სხვებისთვის გადაცემა ან ქვეყანაში შემოტანა” აეკრძალება.
ცნობისთვის, Pantech მობილური ტელეფონების მწარმოებელი კორეული კომპანიაა. ის ახლა აქტიურად მუშაობს იმაზე, რომ Google-ს იაპონიაში Pixel 8 და Pixel 9 სერიის მოწყობილობების გაყიდვაც აეკრძალოს. ჯერჯერობით უცნობია, რამდენად მიაღწევს კომპანია ამას.
სავარაუდოდ, იაპონიაში Pixel 7-ის გაყიდვის აკრძალვა Google-ზე სერიოზულ გავლენას არ მოახდენს. მეორე მხრივ, თუ სხვა მოწყობილობების გაყიდვაც აიკრძალება, ამან შეიძლება კომპანიას მართლაც დიდი ზიანი მოუტანოს. იაპონია Pixel-ის მოწყობილობების გაყიდვის თვალსაზრისით ერთ-ერთი უდიდესი რეგიონია. ამას 2023 წლის მასშტაბურ ზრდას უნდა ვუმადლოდეთ, რომელიც Pixel 7a სერიამ მოიტანა.
· გადახედვა მეცნიერება დნმ-ის საშუალებით ფოტორობოტის შექმნა შეგვიძლია — ახალი ერა კრიმინალისტიკაში დნმ-ის საშუალებით ფოტორობოტის შექმნა შეგვიძლია — ახალი ერა კრიმინალისტიკაში
· გადახედვა მედიცინა “ტუტანხამონის წყევლასთან” ასოცირებული სოკო, შესაძლოა, სიმსივნესთან ბრძოლაში გამოგვადგეს “ტუტანხამონის წყევლასთან” ასოცირებული სოკო, შესაძლოა, სიმსივნესთან ბრძოლაში გამოგვადგეს
