Google-ი უზუსტობების გამო Gemini AI-ში ადამიანების სურათების შექმნას აჩერებს

გენერირებული ზოგიერთი ისტორიული სურათის უზუსტობის გამო Google ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოს Gemini-ის შეაჩერებს. ამის შესახებ Reuters იუწყება.
თებერვლის დასაწყისში Google-მა დაიწყო სურათების გენერირების შეთავაზება Gemini AI მოდელების გამოყენებით, მაგრამ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში სოციალური მედიის ზოგიერთმა მომხმარებელმა განაცხადა, რომ მოდელის მიერ შექმნილი ისტორიული სურათები ზოგჯერ არაზუსტია.
„ჩვენ ვიცით, რომ Gemini გვთავაზობს უზუსტობებს მისი ზოგიერთი ისტორიული გამოსახულებასთან დაკავშირებით“- აცხადებენ Google-ში.
OpenAI ChatGPT-ის ამოქმედებიდან 2022 წლის ნოემბერში Google ხელოვნური ინტელექტის პროგრამული უზრუნველყოფის შექმნის შეჯიბრებაში ჩაერთო. რომელიც კონკურენციას გაუწევდა მაიკროსოფტის მიერ მხარდაჭერილი კომპანიის წარმოდგენილ პროგრამას.
როდესაც Google-მა ერთი წლის წინ გამოუშვა თავისი გენერაციული AI ჩეთბოტი Bard, კომპანიამ სარეკლამო ვიდეოში გააზიარა არაზუსტი ინფორმაცია დედამიწის მზის სისტემის გარეთ მყოფი პლანეტის ფოტოზე, რამაც აქციების 9%-ით კლება გამოიწვია.
ამ თვის დასაწყისში Bard-ს ეწოდა Gemini და Google-მა შემოიტანა ფასიანი გამოწერა, რომლითაც მომხმარებლებს შეეძლოთ აირჩიონ უკეთესი შეთავაზებები ხელოვნური ინტელექტისგან.