ოთხშაბათს იტალიელმა პროკურორებმა განაცხადეს, რომ ისინი შეეცდებიან შეწყვიტონ Google-ის წინააღმდეგ გადასახადებისგან თავის არიდების საქმის გამოძიება მას შემდეგ, რაც ტექნოლოგიური გიგანტი დათანხმდა 326 მილიონი ევროს (340 მილიონი აშშ დოლარი) კომპენსაციის გადახდას – წერს MarketWatch.
მილანის პროკურორებმა დაიწყეს გამოძიება Alphabet-ის მფლობელობაში მყოფი Google-ის წინააღმდეგ 2015-2019 წლებში იტალიაში მიღებულ შემოსავლებზე გადასახადების გადაუხდელობის გამო.
