Google-ის შემოსავლები რეკორდულად გაიზარდა – bm.ge

ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Google-მა კვარტალური შედეგები წარმოადგინა. ფინანსური ანგარიშის თანახმად, კომპანიამ 96 მილიარდ 400 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც რეკორდული შედეგია და თითქმის $2.5 მილიარდით აღემატება ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებულ მაჩვენებელს.
ყველაზე დრამატული ზრდა Google Cloud-ის მიმართულებით ფიქსირდება, რომელიც წლიურად +32%-ს შეადგენს და შემოსავლის მოცულობა $13.6 მილიარდს შეადგენს.
ამჟამად ერთ აქციაზე Google-ის შემოსავალი $2.31-ია, ხოლო ანალიტიკოსები $2.18-ს მოელოდნენ, თუმცა კომპანიამ ამ მიმართულებითაც გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზებს.
კვარტალური შედეგების წარმოდგენის შემდეგ, საფონდო ბირჟაზე კომპანიის აქციების შეფასება მკვეთრად გაიზარდა და Google-ის საბაზრო კაპიტალიზაციამ 2.3 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა.
bm.ge