BBC-ის გავრცელებული ინფორმაციით, Google-ის ყოფილ პროგრამულ ინჟინერს ბრალი წარედგინა ხელოვნური ინტელექტის (AI) შესახებ სავაჭრო საიდუმლოების მოპარვაში.
გავრცელებული ინფორმაციით, ჩინეთის მოქალაქემ (ლინვეი დინგი) სავარაუდოდ მოიპარა 500-ზე მეტი კონფიდენციალური ფაილი.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა და 250 000 აშშ დოლარის ჯარიმა ემუქრება.
საბრალდებო დასკვნის თანახმად, დინგი Google-მა 2019 წელს დაიქირავა და მისი პასუხისმგებლობა მოიცავდა ამ პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებას.
„მან, სავარაუდოდ, Google-ის ქსელში შენახული ინფორმაციის ატვირთვა დაიწყო პერსონალურ Google ანგარიშზე (2022 წლის მაისში). ეს ატვირთვები პერიოდულად გაგრძელდა ერთი წლის განმავლობაში,“ – ნაღნიშნულია საბრალდებო დასკვნაში.
