კომპანია Google-მა განაცხადა, რომ ხელოვნური ინტელექტის (AI) დახმარებით, ახალი ფუნქციის დამატებას გეგმავს, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, ტანსაცმელი ვირტუალურად მოისინჯონ.
ტექ-გიგანტმა ახალი ფუნქცია, ტესტირებიდან ორი თვის შემდეგ დაამატა. ფუნქცია მდგომარეობს იმაში, რომ მომხმარებლებს საშუალება აქვთ, ვებსაიტზე საკუთარი ფოტო ატვირთონ და ტანსაცმელი ხელოვნური ინტელექტის დახმარებით მოისინჯონ.
ფუნქციის გამოსაყენებლად, მომხმარებლებმა უნდა დააჭირონ პროდუქტების ჩამონათვალს ან კონკრეტულად ტანსაცმელს და აირჩიონ ღილაკი — “სცადეთ”. შემდეგი ნაბიჯია სურათის ატვირთვა და სწორედ ამის შემდეგ შეეძლებათ ნახონ, როგორ შეიძლება გამოიყურებოდნენ ამ ტანსაცმლით. მომხმარებლებს ასევე შეუძლიათ შეინახონ ლუქები და გაუზიარონ მეგობრებს.
აღსანიშნავია, რომ Google-მა მომხმარებლებს ადრეც შესთავაზა ვირტუალური ტანსაცმლის მოსინჯვის ფუნქცია, თუმცა ის ტანსაცმელს მხოლოდ მოდელების სხეულებზე გვაჩვენებდა.
რაც შეეხება პროდუქტის თანხას, მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ მიუთითონ რა რაოდენობის თანხის დახარჯვა სურთ კონკრეტულ ნივთზე. ზომის და პროდუქტის მითითების შემდეგ, Google ავტომატურად შეგატყობინებთ, არის თუ არა ეს პროდუქტი ხელმისაწვდომი.
“ჩვენ შეგატყობინებთ, როდესაც გამოჩნდება შეთავაზება, რომელიც აკმაყოფილებს თქვენს კრიტერიუმებს”, — თქვა დანიელ ბაკლიმ, Google-ის მომხმარებელთა შოპინგის დირექტორმა, ბლოგ პოსტში — “აღარ დაგჭირდებათ მუდმივად შემოწმება, არის თუ არა ის ჩანთა, რომელსაც ეძებთ, საბოლოოდ თქვენთვის ხელმისაწვდომ ფასად”.
აღსანიშნავია, რომ Google, შემოდგომაზე, მომხმარებლებს კიდევ ერთ ფუნქციას ჰპირდება, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს აღწერონ, რას ეძებენ. მაგალითად, “მწვანე, ყვავილებიანი კაბა ბაღის წვეულებისთვის” — Google-ის ხელოვნური ინტელექტი დააგენერირებს ვიზუალურ მაგალითებს და მათ შეუსაბამებს რეალურ პროდუქტებს, რომელთა შეძენაც რეალურად შეგიძლიათ.
აქვე შეგახსენებთ, რომ Google-ის ახალი ფუნქცია მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებშია ხელმისაწვდომი. ჯერჯერობით უცნობია, როდის მიიღებს ამ ფუნქციაზე წვდომას მსოფლიოს დანარჩენი ნაწილი.
· გადახედვა პოლიტიკა კონცერტვოშინგი — როგორ იყენებს ქართული ოცნება მსოფლიო ვარსკვლავებს პროპაგანდისთვის კონცერტვოშინგი — როგორ იყენებს ქართული ოცნება მსოფლიო ვარსკვლავებს პროპაგანდისთვის
· საზოგადოება PSP-ს კიდევ ერთი სიახლე — ამერიკული შუგაბიარპროს (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის PSP-ს კიდევ ერთი სიახლე — ამერიკული შუგაბიარპროს (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
· Sci-Tech თმის ფენი — მიიღე იდეალური ვარცხნილობა! თმის ფენი — მიიღე იდეალური ვარცხნილობა!
· გადახედვა ციტატები ანდრო ჭიჭინაძე: ის ადამიანები [პოლიციელები] აქ მოდიან, დაზარალებულების ეგიდით და ამბობენ, რომ არ დავუნახივართ, არ იციან, ვინ დააზიანა და ჩვენთან პრეტენზიები არ აქვთ ანდრო ჭიჭინაძე: ის ადამიანები [პოლიციელები] აქ მოდიან, დაზარალებულების ეგიდით და ამბობენ, რომ არ დავუნახივართ, არ იციან, ვინ დააზიანა და ჩვენთან პრეტენზიები არ აქვთ
· გადახედვა ციტატები დავით სუჯაშვილი: რაც მე მაქვს ინფორმაცია, საგუშაგოს გახსნით მოსახლეობა რთულ სიტუაციაში ჩავარდა დავით სუჯაშვილი: რაც მე მაქვს ინფორმაცია, საგუშაგოს გახსნით მოსახლეობა რთულ სიტუაციაში ჩავარდა
