ამიერიდან ამერიკელი მომხმარებლისთვის Google-ის რუკაზე მექსიკის ყურე ამერიკის ყურედ მოიხსენიება.
სხვა ქვეყნებიდან ძებნის შემთხვევაში, რუკაზე ყურის ორივე სახელი ჩანს.
„ჩვენ მივიღეთ რამდენიმე შეკითხვა Google Maps-ში დასახელებების შესახებ. ჩვენ გვაქვს დიდი ხნის პრაქტიკა სახელის ცვლილებების გამოყენების, როდესაც ისინი ახლდება ოფიციალურ სამთავრობო წყაროებში. აშშ-ს გეოგრაფიული მახასიათებლების შემთხვევაში, ეს ხდება მაშინ, როდესაც გეოგრაფიული სახელების საინფორმაციო სისტემა განახლდება, როდესაც ეს მოხდება, ჩვენ სწრაფად განვაახლებთ Google Maps-ს“, – დაწერა კომპანიამ X-ზე.
ტრამპმა მექსიკის ყურისთვის სახელის შეცვლის ინიციატივა საპრეზიდენტო ფიცის დადებისას, 20 იანვარს გამოაცხადა.