Goldman Sachs-მა 2024 წლის ევროპის ეკონომიკური პროგნოზი გააკეთა

Goldman Sachs-მა 2024 წლისთვის ევროპული ეკონომიკის დადებითი პროგნოზი გააკეთა.
მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო ბანკის შეფასებით, 2024 წელს ევროზონის მშპ 0.9%-ით გაიზრდება, მოსალოდნელი 0.5%-იანი ზრდის შემდეგ.
რეგიონში რეცესია არ არის მოსალოდნელი. Goldman Sachs მიიჩნევს, რომ ევროპის ცენტრალური ბანკი საპროცენტო განაკვეთებს დეზინფლაციური გარემოში შეამცირებს.
Goldman Sachs ასევე პროგნოზირებს, რომ ევროპის STOXX 600 ინდექსი, გაუმჯობესებული ეკონომიკური ფონის, ზომიერი შეფასებებისა და პროგნოზების გამო, 2024 წელს 480 პუნქტით – 7.5%-ით მაღალ ნიშნულზე დაასრულებს. Goldman Sachs-ის პროგნოზით, 2024 წელს STOXX 600 კომპანიების მოგება, მოსალოდნელი ეკონომიკური ზრდის გამო, 7%-ით გაიზრდება.
საინვესტიციო ბანკმა „არაეფექტურიდან“ „ნეიტრალურამდე“ გააუმჯობესა რეკომენდაცია სამომხმარებლო საქონლისა და მომსახურების სექტორების მიმართ და დამატებით აღნიშნა, რომ საცალო და ტექნოლოგიების სექტორები ინფლაციის მოსალოდნელი კლებით და ხელფასების ზრდით ისარგებლებენ.