Golden Tulip Borjomi – ჩვენს სასტუმროში ძირითადად ევროპელი სტუმრები ჭარბობენ

ბორჯომში მდებარე სასტუმროს Golden Tulip Borjomi ადმინისტრაციის წარმომადგენელი ელისო კურტანიძე ზაფხულის ტურისტულ სეზონს აფასებს, ელისო კურტანიძის განცხადებით, სეზონზე სასტუმრომ უცხოელი მოგზაურების დიდ რაოდენობას უმასპინძლა.
„აგვისტოში მოიმატა ტურისტების რაოდენობამ. გვაქვს ჯავშნები შემოდგომაზეც, სექტემბერი-ნოემბრის პერიოდში ველოდებით დატვირთულობას. რაც შეეხება ტურისტების სეგმენტს, ჩვენს სასტუმროში ძირითადად ევროპელი სტუმრები ჭარბობენ. სტუმრები გვყავს გერმანიიდან, ნიდერლანდებიდან, ბელგიელები, ბევრი ტურისტი გვყავდა საუდის არაბეთიდან და ისრაელიდან“,-აცხადებს ელისო კურტანიძე.
ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ხელისუფლებამ, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, პარტია „ქართულმა ოცნებამ,“ მისმა პოლიტიკურმა გუნდმა და ხელმძღვანელობამ ძალიან რთულ დროში მოახერხა და გამოიმუშავა საქართველოს განვითარების ფორმულა