Golden Apricot Yerevan International Film Festival-ზე საუკეთესო პროექტისთვის ბესო ოდიშარიას “ბოლო ზარი” დაჯილდოვდა

Golden Apricot Yerevan International Film Festival-ზე GAIFF Pro-ს ინდუსტრიულ სექციაში საუკეთესო პროექტისთვის დაჯილდოვდა ბესო ოდიშარიას დოკუმენტური კინოპროექტი “ბოლო ზარი”.
ავტორს დამატებით DOCA-ს სპეციალური ჯილდოც გადაეცა, რომელიც პროექტის განვითარებისთვის 3 საკონსულტაციო შეხვედრას მოიცავს.
„GAIFF Pro არის დაფინანსების, თანაწარმოების და საგანმანათლებლო პლატფორმა დასავლეთ აზიის ქვეყნებისთვის. ეს პროგრამა კინოპროფესიონალებს სთავაზობს პიჩინგ სესიებს და პირისპირ შეხვედრების შესაძლებლობას საერთაშორისო ფონდებთან და პოტენციურ თანამწარმოებლებთან. ღონისძიება ს საერთაშორისო კინოფესტივალის Golden Apricot-ის პარალელურად გაიმართა.
ფესტივალზე წელს სხვადასხვა სექციაში რამდენიმე ქართული პროექტი იყო წარდგენილი, მათ შორის ალექსანდრე ქორიძის “კომფორტის ლიმიტი” და გიორგი ფარქოსაძის “ამ ფილმში არაფერი ხდება”.
ღონისძიებაში მონაწილეობა შესაძლებელი გახდა PlatformDoc-თან თანამშრომლობით“, – ნათქვამია DOCA · Documentary Association Georgia-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე დარახველიძე – ბოლო 7 თვეში, ნარკოდანაშაულისთვის, ჯამში, დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 5000-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 2000-მდე ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა – გისურვებთ, რომ მომავალმა წელმა მოიტანოს მშვიდობა, კეთილდღეობა და ევროპული მომავლის რწმენა – ჩვენ გვჯერა საქართველოსი, ისევე როგორც ქართველ ხალხს სჯერა ევროკავშირის