GM PHARMA-ს ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის ახალი ეპოქა წარმოებაში

საერთაშორისო, მულტინაციონალურმა ფარმაცევტულმა კომპანია GM PHARMA-მ კიდევ ერთხელ დაამტკიცა საკუთარი ლიდერობა ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით. კომპანია აინტეგრირებს იტალიური IMA Group-ის მიერ შექმნილ უახლესი თაობის ორ მაღალტექნოლოგიურ დანადგარს: საკაფსულე მანქანა „ADAPTA 100“ და კაფსულების „sealing“-ის (ე.წ. „დალუქვის“) დანადგარი„HERMETICA 100“. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს მასშტაბით ამ უნიკალური დანადგარებით მხოლოდ 4-5 წამყვანი ფარმაცევტული კომპანია ოპერირებს, ხოლო ამიერკავკასიაში აღნიშნული ტექნოლოგია ექსკლუზიურად მხოლოდ GM PHARMA-ს აქვს.
ეს ინვესტიცია წარმოადგენს GM PHARMA-ს გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიის ნაწილს. ის ემსახურება კომპანიის სტრატეგიულ მიზნებს: წარმოების ტექნოლოგიურ მოდერნიზაციას, ხარისხის კონტროლის ავტომატიზაციას და ინოვაციური ტექნოლოგიების ინტეგრაციას. GM PHARMA ამ ნაბიჯით ამყარებს პოზიციას, როგორც რეგიონის ყველაზე ტექნოლოგიურად განვითარებული ფარმაცევტული მწარმოებელი.
„ADAPTA 100“ წარმოადგენს მაღალტექნოლოგიურ მოწყობილობას, რომელიც უზრუნველყოფს მაქსიმალურ სიზუსტეს, მოქნილობასა და ხარისხის კონტროლს კაფსულების შევსების პროცესში. დანადგარს შეუძლია კაფსულების შევსება შემდეგი ტიპის მასალით – ფხვნილი, გრანულა (ე.წ. პელეტები), მიკროტაბლეტი და სითხე, ასევე მათი კომბინაციაც. ხოლო „HERMETICA 100“ კი კაფსულების ჰერმეტულად დახურვას ახორციელებს – დანადგარი აკრავს ჟელატინის რგოლს კაფსულის გარე ზედაპირზე, რაც უზრუნველყოფს კაფსულის 100%-ით ჰერმეტულობას. დანადგარის ერგონომიული დიზაინი მაქსიმალურ ხილვადობასა და მასში მიმდინარე ტექნოლოგიური პროცესის თითოეულ ეტაპზე საუკეთესო წვდომას უზრუნველყოფს. „HERMETICA 100“-ის მუშაობის სისწრაფე (100 000 კაფს./სთ) და სხვა პარამეტრები სრულ თანხვედრაშია „ADAPTA 100“-ის პარამეტრებთან, რაც ორივე მანქანა-დანადგარისთვის პროცესების სინერგიის შესაძლებლობას იძლევა.
დანადგარების ტექნოლოგიური უპირატესობები და ფუნქციური შესაძლებლობები მნიშვნელოვნად ზრდის წარმოების ეფექტიანობას. კერძოდ, „ADAPTA 100“-ს შეუძლია საათში 100 000 კაფსულა აწარმოოს. ეს შესაძლებლობა სერიოზულად ამაღლებს წარმოების პროდუქტიულობას და უზრუნველყოფს საწარმოო პროცესის მაქსიმალურ ოპტიმიზაციას.
სისტემაში ინტეგრირებულია 100%-იანი წონის კონტროლი – თითოეული კაფსულა მოწმდება რეალურ დროში, რაც გამორიცხავს დოზირების შესაძლო გადახრებს, ამცირებს ნარჩენების რაოდენობასა და უზრუნველყოფს ხარისხის მუდმივ სტაბილურობას.
აღნიშნული ტექნოლოგიური განახლება GM PHARMA-სთვის სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯია. ეს ინოვაცია უახლოეს მომავალში მნიშვნელოვნად გააძლიერებს კომპანიაში ახალი პრეპარატების კვლევა-განვითარების (R&D) პროცესებს. ეს კი ნიშნავს, რომ საქართველოსა და ყველა იმ ქვეყანაში, სადაც GM PHARMA ოპერირებს, მალე გამოჩნდება ახალი პრეპარატები. ეს ახალი პროდუქტები ჯანდაცვის სპეციალისტებსა და პაციენტებს ჯანმრთელობის პრობლემების უკეთესად გადაჭრის შესაძლებლობას მისცემს.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია IMA-ს ორივე დანადგარი სრულად შეესაბამება გლობალურ თუ ევროკავშირის GMP სტანდარტების მოთხოვნებს და ქმნის ძლიერ საფუძველს GM PHARMA-სთვის ევროკავშირის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებისთვის.
იტალიური კომპანია „IMA“ 1961 წელს დაარსდა და მსოფლიო ლიდერია ფარმაცევტული, კოსმეტიკური, ჩაის, ყავის და საკვები პროდუქტების გადამუშავებისა და შეფუთვისთვის აუცილებელი ავტომატური მანქანა-დანადგარების შექმნასა და წარმოებაში. კომპანია ამჟამად 54 ქარხანას ფლობს იტალიაში, გერმანიაში, საფრანგეთში, შვეიცარიაში, ესპანეთში, დიდ ბრიტანეთში, -ში, ინდოეთში, მალაიზიაში, ჩინეთსა და არგენტინაში. კომპანიის პროდუქცია მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი.
„ADAPTA 100“ და „HERMETICA 100“-ის დანერგვა GM PHARMA-სთვის არა მხოლოდ ტექნოლოგიური განვითარებისა და წარმოების თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობის მორიგ ეტაპს წარმოადგენს, არამედ კომპანიის 25-წლიანი პროგრესის ლოგიკურ გაგრძელებას. მეოთხედსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში GM PHARMA-ს სტრატეგია ყოველთვის ეფუძნებოდა მუდმივ განახლებას, ხარისხს, ინოვაციასა და საერთაშორისო წესრიგთან შესაბამისობას. სწორედ ამ ხედვამ უზრუნველყო კომპანიის ჩამოყალიბება როგორც რეგიონის ლიდერად, რომელიც ხარისხის მაღალი სტანდარტების ერთგულებით ქმნის საკუთარი წარმატების ისტორიას.
შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია GM PHARMA-ს საწარმო თბილისში წამყვანი ფარმაცევტული წარმოებაა კავკასიის რეგიონში, რომელსაც გააჩნია მედიკამენტების მყარი სამკურნალო ფორმების წარმოების სრული ტექნოლოგიური ციკლი. სრული ტექნოლოგიური ციკლის ქვეშ იგულისხმება პროცესი ნედლეულის მოძიებიდან საბოლოო პროდუქტის გამოშვებამდე: დისპენსირება, შერევა, გრანულირება, ტაბლეტირება, კაფსულირება, შემოგარსვა, შეფუთვა და ხარისხის კონტროლი.
დაფუძნების დღიდან კომპანიის მისია და ფასეულობები უცვლელია – მეცნიერულ მიდგომებზე და ინდუსტრიის საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით ხარისხისა და პროდუქტების მუდმივი სრულყოფა და ისეთი მედიკამენტების წარმოება-მიწოდება, რომელიც პაციენტების ცხოვრების ხარისხს გააუმჯობესებს და მათ სიცოცხლეს გაახანგრძლივებს.
GM PHARMA – ემსახურება მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება!