20 ივნისიდან, თბილისმა რეგიონში ყველაზე მასშტაბურ ტექნოლოგიურ ღონისძიებას უპასპინძლა. იდეებისა და ინოვაციების ვიქენდზე, საქართველოს დედაქალაქში თავი ქართველმა და უცხოელმა წამყვანმა ტექ პროფესიონალებმა მოიყარეს.
Global Tech Weekend Tbilisi 2025-ის მთავარი კონფერენცია სახელწოდებით – “Shaping the New Era” 21 ივნისს, Radio City | District 4-ში ჩატარდა და 3000-ზე მეტი სტუმარი, 100-ზე მეტი პარტნიორიკომპანია და 80 სპიკერი გააერთიანა.
“ასეთი კონფერენციები საქართველოსთვის და მთლიანად, რეგიონისთვის განსაკუთრებული შესაძლებლობების მომცემია, რადგან, უპირველესად, საშუალებას იძლევა, რომ საინტერესო ადამიანებმა ერთმანეთი გაიცნონ და გააჩინონ შესაძლებლობები როგორც ქვეყნისთვის, ასევე, ბიზნესებისთვის.
ქვეყანაში და რეგიონში თიბისის როლიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, ასეთ პლატფორმებს მხარი დავუჭიროთ, გვერდში დავუდგეთ და განვავითაროთ, რადგან ტექნოლოგიური დღის წესრიგი ახლა ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტულია” – ამბობს ნიკა ქურდიანი, “თიბისი უზბეკეთის” გენერალური დირექტორი, რომელიც 21 ივნისს, GTWT-ს ერთ-ერთი მთავარი სპიკერი იყო და აუდიტორიას გაუზიარა გამოცდილება, თუ როგორ იქმნება ციფრული ბანკი საქართველოში, გადის ახალ ბაზარზე უზბეკეთში და 5 წელიწადში აღწევს 20 მილიონამდე მომხმარებელს.
Global Tech Weekend 2025-ის სამი დღე მინი სესიებს, შთამაგონებელ გამოსვლებს, ვორქშოფებს, meet & greet-ებსა და სხვა მრავალ აქტივობას აერთიანებდა, რომლებიც ტექნოლოგიებით დაინტერესებულიადამიანებისთვის და არამხოლოდ, დაუვიწყარ გამოცდილებად იქცა.
Global Tech Weekend Tbilisi 2025-მა მომავლის, ინოვაციებისა და პროგრესის იმპულსები ერთ სივრცეშიგააერთიანა. თიბისისთვის, როგორც ლიდერი ტექ კომპანიისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანიატექნოლოგიური ეკოსისტემების განვითარება, ტექ კომუნების გაძლიერება და მხარდაჭერა. ქვეყანაშისაერთაშორისო პრაქტიკების და გამოცდილებების შემოტანა და ასევე, საკუთარი ცოდნის გლობალური აუდიტორიისთვის გაზიარება.