Global Finance-მა საქართველოს ბანკი 2024 წლის საუკეთესო კასტოდიან ბანკად დაასახელა საქართველოში

Global Finance-ის გავლენიანი საერთაშორისო გამოცემა 22 წელია ყოველწლიურად საუკეთესო კასტოდიან ბანკებს ავლენს მსოფლიოს 7 რეგიონსა და 83 ქვეყანაში. რედაქციამ 2024 წლის საუკეთესო კასტოდიან ბანკად დაასახელა საქართველოში.
ჯილდოს გამარჯვებულების გამოსავლენად Global Finance-ის რედაქციამ შეაგროვა და გააანალიზა 2023 წლის მონაცემები; შეფასების პერიოდში კი ეყრდნობოდნენ ბაზრის დეტალური კვლევის შედეგებსა და ორგანიზაციების მიერ წარდგენილ ანგარიშებს. ამასთან, აპლიკანტების საქმიანობის ეფექტურობის გასაზომად შეიმუშავეს რამდენიმე ძირითადი კრიტერიუმი, მათ შორის: მომხმარებლის კმაყოფილება, სერვისის ხარისხი, ტექნოლოგიური პლატფორმები, ბიზნესის მდგრადობის გეგმა, ანგარიშსწორების შემდგომი ოპერაციები და სხვა.
„კასტოდიან ბანკები დღეს ციფრულ ტრანსფორმაციასა და კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევების წინაშე დგანან, ამის პარალელურად კი ცდილობენ შექმნან ისეთი სერვისები, რომლებიც შესაბამისობაში მოვა მარეგულირებელთა მოთხოვნებთან და მომხმარებელთა მოლოდინებთან. აქედან გამომდინარე, Global Finance-ის საუკეთესო კასტოდიანი ბანკის ჯილდო ისეთ ორგანიზაციებს გადაეცემა, რომლებიც აქტიურად მუშაობენ რათა გააუმჯობესონ გლობალური დაფარვა და ინდუსტრიის ოპერაციული ეფექტურობა“, – აღნიშნავს ჯოზეფ ჯიარაპუტო, Global Finance-ის დამფუძნებელი და რედაქტორი.