Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული ბანკის ჯილდოს 45 კატეგორიაში გამარჯვებულად დაასახელა

საერთაშორისო გამოცემა Global Finance რამდენიმე ათეული წელია, საუკეთესო ფინანსურ ინსტიტუტებს ავლენს. ამჯერად, საუკეთესო ციფრული ბანკის ჯილდოს ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, 45 ნომინაციაში გამარჯვებულად დაასახელა.
Global Finance მსოფლიოს საუკეთესო ბანკების ჯილდოს უკვე 25 წელია, გასცემს. საუკეთესო ფინანსური ინსტიტუტები ტექნოლოგიური და აუთსორსინგის მიმართულებით წამყვანმა კომპანია Infosys-მა გამოავლინა. მსოფლიო დონის ჟიურის წევრები ბანკებს მომხმარებლებისთვის საუკეთესო ციფრული გამოცდილების შესაქმნელად შემუშავებული სტრატეგიების, ციფრული შეთავაზებების, ციფრული პროდუქტების მომხმარებლების რაოდენობის ზრდისა და განხორციელებული ინიციატივების მიხედვით აფასებდნენ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკის სამომხმარებლო და ბიზნესის ციფრულმა საბანკო მიმართულებებმა არაერთ ნომინაციაში გაიმარჯვა. კერძოდ, ბანკმა მოიპოვა ჯილდო საუკეთესო მობილბანკის, ინოვაციისა და ტრანსფორმაციის, საუკეთესო UX-ის, ციფრული დაკრედიტების, ონლაინ შეთავაზებების, ღია ბანკინგის API-ებისა და სხვა არაერთ კატეგორიაში. მათი სრული სია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.