GITA-ს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ სლოვაკეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში მატუშ ბუშოვსკის უმასპინძლა

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ და სააგენტოს წარმომადგენლებმა, თბილისის ტექნოპარკში, ს რესპუბლიკის ელჩს საქართველოში მატუშ ბუშოვსკის უმასპინძლეს. ამის შესახებ ინფორმაციას ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს.
მათი ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ავთანდილ კასრაძემ სტუმრებს GITA 2.0 – ის ახალი მიმართულებები და სამთავრობო პრიორიტეტები გააცნო. მხარეებმა ერთობლივი თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს. განსაკუთრებული აქცენტი ერთობლივ სამუშაო პროცესზე გაკეთდა, რომელიც გულისხმობს R&D ხარჯების მაქსიმალურ წახალისებას, ახალი ინოვაციური პროდუქტების შესაქმნელად ეკონომიკის ყველა სფეროში.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროპული საბჭო – საქართველოს მთავრობის ქმედებები საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას და დე ფაქტო აჩერებს გაწევრიანების პროცესს – მოველით, რომ საპარლამენტო არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი