საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ და სააგენტოს წარმომადგენლებმა, თბილისის ტექნოპარკში, სლოვაკეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში მატუშ ბუშოვსკის უმასპინძლეს. ამის შესახებ ინფორმაციას ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს.
მათი ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ავთანდილ კასრაძემ სტუმრებს GITA 2.0 – ის ახალი მიმართულებები და სამთავრობო პრიორიტეტები გააცნო. მხარეებმა ერთობლივი თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს. განსაკუთრებული აქცენტი ერთობლივ სამუშაო პროცესზე გაკეთდა, რომელიც გულისხმობს R&D ხარჯების მაქსიმალურ წახალისებას, ახალი ინოვაციური პროდუქტების შესაქმნელად ეკონომიკის ყველა სფეროში.