22 წლის შემტევი გიორგი აბუაშვილი ფოთის „კოლხეთიდან“ „მეცში“ გადავიდა, – ინფორმაცია ფრანგულმა კლუბმა დაადასტურა.
„მეცმა“ აბუაშვილს ერთსეზონიანი საიჯარო ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით გაუფორმა. ის გუნდში გიორგი წიტაიშვილთან ერთად ითამაშებს. კლუბის საიტი ქართველების სურათს მოკლე წარწერით აქვეყნებს – Giorgi². შეგახსენებთ, ამ გუნდში ადრე კიდევ ერთი გიორგი, მიქაუტაძე ასპარეზობდა.
აბუაშვილმა განაცხადა, რომ გახარებულია, პირველი მატჩის ჩატარებას მოუთმენლად ელოდება, მხარდაჭერისთვის თავისი ოჯახისა და აგენტების მიმართ კმაყოფილია და გოლების გატანით გუნდის დახმარების იმედი აქვს.
Let’s Go Metz-ში ჟურნალისტი ტომას დუე წერს, რომ აბუაშვილი როგორც იქნა „მეცის“ ფეხბურთელი გახდა, მათ გუნდს კიდევ ერთი გიორგი შეუერთდა, 4-3-3 ტაქტიკური სქემით ითამაშებენ, სადაც ფლანგებიდან ქართველები შეუტევენ, აბუაშვილის კონკურენტი კი მორგან ბოკელე იქნება.
აღფრთოვანება შეცდომის მიუხედავად – ქოჩორაშვილმა “სპორტინგში” სადებიუტო მატჩი ჩაატარა
წიტაიშვილის “გრანადამ” ისევ გაიმარჯვა და ლა ლიგაში გადასვლის შანსი აქვს
კვარაცხელიას სვლა ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად და მიქაუტაძის დიდი დაპირისპირება “მანჩესტერთან” – მთავარი ამბები ზაფხულამდე
მიქაუტაძემ ახსნა, რატომ გააკეთა არჩევანი “ლიონის” სასარგებლოდ – ქართველის პირველი კომენტარი მშობლიურ გუნდში ჩარიცხვის შემდეგ… ცნობილია, როდის შედგება მისი დებიუტი [VIDEO]
აბუაშვილმა “პორტუს” “ბენფიკასთან” გამარჯვება მოაპოვებინა [VIDEO]
“თქვენი “მეფე გიორგი” სამუდამოდ მადლიერი იქნება” – მიქაუტაძე “მეცს” ემოციური პოსტით დაემშვიდობა
ფოთის “კოლხეთის” ფეხბურთელი, რომელიც კარიერას “ბარსელონასა” და “რეალში” იწყებდა და მისი სანაკრებო იმედები…
“სიმშვიდე არ ჰქონდა, თავს არასასურველად გრძნობდა” – მიქაუტაძის შესახებ “აიაქსში” მისმა ერთ-ერთმა მწვრთნელმა ისაუბრა
აბუაშვილი “სენტ-ეტიენში” არ გადავა – ის სხვა ფრანგულ გუნდში ჩაირიცხება
აბუაშვილმა რუმინეთში სადებიუტო გოლი გაიტანა
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა – “გრანადა” “ტენერიფესთან” დამარცხდა
გიორგი წიტაიშვილი კარიერას ლიგა 1-ში გააგრძელებს
საბოლოო პასუხისთვის 10 დღე ითხოვა – წიტაიშვილს ბულგარული ვარიანტი კვლავ აქვს
“მიქაუტაძესთან” სატელეფონო საუბარი მქონდა, თუმცა…”- დე როსიმ ქართველზე ისაუბრა
გიორგი აბუაშვილი “პორტუდან” “პეტროლულში” გადავიდა
