GFF Awards 2025 – საუკეთესო ფეხბურთელად კვარაცხელია დაასახელეს

27 დეკემბერს, სასტუმრო პარაგრაფ თბილისში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოება, GFF Awards 2025 გაიმართა.
წლის შემაჯამებელი ღონისძიება ლევან კობიაშვილის სიტყვით დაიწყო. სფფ-ის პრეზიდენტმა ფეხბურთის ფედერაციაში 10-წლიანი მოღვაწეობის პერიოდი შეაფასა, ისაუბრა ქართული ფეხბურთის მთავარ მიღწევებზე, მათ შორის, ისტორიულ ევრო 2024-ზე, ახალგაზრდული, ფუტსალისა და ქალთა ნაკრებების პროგრესზე, ინფრასტრუქტურის განვითარებასა და საერთაშორისო წარმატებებზე. ლევან კობიაშვილმა მადლობა გადაუხადა პარტნიორებსა და სახელმწიფოს მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ სფფ-ის გუნდი ახალი წარმატებებისთვის აგრძელებს მუშაობას.
სფფ-ის წლის შემაჯამებელ ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ მინისტრი , საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე და ქალაქ თბილისის მერი, .
GFF Awards 2025-ის ნომინაციებში რჩეულთა გამოსავლენად გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს ვეტერანმა ფეხბურთელებმა, სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის წარმომადგენლებმა, ქალთა ლიგის და ფუტსალის ლიგის კლუბების წარმომადგენლებმა.
გამარჯვებულებისთვის სპეციალური ჯილდოები დააწესა კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ. კომპანიის გადაწყვეტილებით, ალექსანდრე ჩივაძის სახელობის 17 და 19-წლამდე ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლის მფლობელებს გადაეცათ ფულადი ჯილდო 3, 5 და 10 ათასი ლარის ოდენობით. საუკეთესო მსაჯის ნომინაციაში გამარჯვებულს 10 ათასი ლარი, ხოლო წლის საუკეთესო აზალგაზრდა ფეხბურთელს და ფუტსალის საუკეთესო მოთამაშეს 15 ათასი ლარი გადაეცა. საუკეთესო ქალ და კაც ფეხბურთელებს – 50 ათასი ლარი.
2025 წლის საუკეთესო ფეხბურთელი –
2025 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი – გიორგი კვერნაძე
2025 წლის საუკეთესო მსაჯი – გოგა კიკაჩეიშვილი
2025 წლის ფუტსალის საუკეთესო მოთამაშე – გიორგი ღავთაძე
2025 წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი – თეონა ბაქრაძე
ალექსანდრე ჩივაძის მედალი – U17
ანდრია ბართიშვილი (კოლხეთი 1913), ლუკა შარიქაძე (დინამო თბ), საბა ავდოევი (იბერია 1999)
ალექსანდრე ჩივაძის მედალი – U19
საბა ხარებაშვილი (დინამო თბ), გიორგი გვასალია (დინამო თბ), ალექსანდრე ამისულაშვილი (იბერია 1999)
GFF.GE
ELIGA AWARDS 2025 | გამარჯვებულები
“არადა, ხალხს ის ნორმალურ ადამიანად მიაჩნდა” – მარსელომ ყველაზე რთული მეტოქე დაასახელა