Georgian Wings-მა თბილისი—კიშინოვის პირველი რეისი შეასრულა

ქართულმა ავიაკომპანია Georgian Wings-მა დღეს, 20 თებერვალს, თბილისი-კიშინიოვის მიმართულებით პირველი რეგულარული ფრენა შეასრულა.
Georgian Wings-ის პრეზიდენტ შალვა კიკნაძის განცხადებით, ავიაკომპანია Geosky-ის სამგზავრო მიმართულება Georgian Wings-ს თბილისი-კიშინიოვი-თბილისის მიმართულებით რეისებს კვირაში ორჯერ შეასრულებს:
„გადაწყვეტილება იქნა მიღებული კიშინიოვის მიმართულებით ფრენების დაწყების თაობაზე, გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე, აღნიშნული ფრენა უფრო დააახლოებს საქართველოსა და მოლდოვას და ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ტურიზმის ზრდას,“ — აღნიშნა ავიაკომპანიის პრეზიდენტმა.
ფრენების დაწყებას გამოეხმაურა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მოლდოვის რესპუბლიკაშიც:
„დღეს სასიხარულო დღე გვაქვს, პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ქართულმა ავიაკომპანიამ, Georgian Wings-მა დაიწყო პირდაპირი რეისების განხორციელება კიშინიოვის მიმართულებით.
რეისები იქნება კვირაში ორჯერ და არის არაჩვეულებრივი შესაძლებლობა, ჩვენი კულტურა ჩვენი ქვეყანა უფრო ახლოს გავაცნოთ ჩვენს მოლდოველ მეგობრებს. საკმაოდ აქტიური ტურისტები არიან მოლდოველები, ამიტომ დიდი იმედი მაქვს ძალიან სწრაფად ერთ-ერთი საყვარელი მიმართულება გახდება საქართველო,“ — განაცხადა ლევან დიასამიძემ.
Georgian Wings დღეიდან ფრენებს თბილისი-კიშინიოვი-თბილისის მიმართულებით, ყოველ სამშაბათ და შაბათ დღეს, რეგულარულად კვირაში 2 სიხშირით შეასრულებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ჯაფარიძე ტექნიკურ მთავრობაზე – სალომე ზურაბიშვილი არის სახელმწიფოს მეთაური, რასაკვირველია, შეუძლია გამოვიდეს სხვადასხვაა ინიციატივით – მე პირადად მივიჩნევ, რომ ჩვენ უნდა დაველოდოთ არჩევნებს

გურამ მაჭარაშვილი – ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ახალს ვერაფერს იტყვიან, გარდა იმისა, რაც უცხოურ აგენტურას დღის წესრიგით აქვს გათვალისწინებული – უცხოურ ძალებს არ სურთ, საქართველოში ეროვნული ხელისუფლება იყოს!

განათლების სამინისტრო – სალომე ზურაბიშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სკოლებში კონკრეტული მიზნებისთვის ხდება ბავშვების პირადი მონაცემების შეგროვება, სიმართლეს არ შეესაბამება

გურამ მაჭარაშვილი – ე.წ. ტექნიკური მთავრობის შექმნის მიზანია ის, რა მიზანიც უცხოურ ძალას საქართველოში ამოძრავებს – კონსტიტუციით, ზურაბიშვილს არავინ ეკითხება არც ქვეყნის მართვას და მით უმეტესს, არც მთავრობის წარდგენას