Georgian Wings-ი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სამ ახალ მიმართულებას ამატებს და
რეგულარული რეისების შესრულებას იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას ავიაკომპანიის პრესსამსახური ავრცელებს.
2024 წელს Georgian Wings-ი მგზავრებს, თბილისი-ტაშკენტი-თბილისის და თბილისი-კიშინეუთბილისის საჰაერო ხაზზე ფრენებს კვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათს და შაბათს შესთავაზებს, ხოლო თბილისი-აქტაუ-თბილისის მიმართულებით კი სამგზავრო რეგულარულ ფრენებს კვირაში 2სიხშირით განახორციელებს, ფრენები შესრულდება ყოველ ოთხშაბათს და კვირა დღეს.
აღნიშნულ ავიარეისებზე მგზავრებს Georgian Wings-ი 148 მგზავრზე გათვლილი ბოინგ 737-300-ით
მოემსახურება. ავიაბილეთების რეალიზაცია უკვე დაწყებულია.
Geosky-ის სამგზავრო მიმართულება Georgian Wings-ი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბაზირებული ავიაკომპანიაა. რეგულარულ ფრენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან, კიშინეუ, ტაშკენტი, ბაქო, აქტაუ, ბათუმის მიმართულებით შეასრულებს.
ავიაკომპანია ბათუმის მიმართულებით რეისებს 2023 წლის ივლისის ბოლოდან, ხოლო ბაქოს მიმართულებით სექტემბრის დასაწყისიდან ახორციელებს.
