ქართული ავიაკომპანია Georgian Airways თბილისიდან რუსეთის კიდევ ერთ ქალაქში იფრენს.
მათი ცნობით, კომპანია სანქტ პეტერბურგში ავიარეისებს 10 დეკემბრიდან კვირაში ორჯერ – ყოველ ოთხშაბათს და კვირას შეასრულებს.
ავიაკომპანია და მისი მფლობელი თამაზ გაიაშვილი რუსეთში ფრენების დაწყების გამო უკრაინის მიერ სანქცირებულია, მას ბოიკოტი გამოუცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც.
