Georgian Airways-ი ნოვოსიბირსკის მიმართულებით გეგმავს ფრენას

რუსული მედიის ინფორმაციით, ქართული Georgian Airways-ი თბილისსა და ნოვოსიბირსკს შორის პირდაპირ ფრენებს იწყებს. „ტოლმაჩოვის აეროპორტის“ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, Georgian Airways ფრენებს 28 სექტემბრიდან დაიწყებს და რეისები კვირაში ორჯერ – სამშაბათს და შაბათს შესრულდება. თავად კომპანიის ვებგვერდზე ჯერჯერობით ახალი მიმართულება დამატებული არაა.
არსებული მდგომარეობით, Georgian Airways-ი რეგულარულ რეისებს მოსკოვისა და სანკტ-პეტერბურგის მიმართულებით ასრულებს.